ნეტავ, თუ ვინმე კითხულობს ლექსებს?
უნდა დავუდგათ ამ ქვეყნად ძეგლი,
პოეტებს უკვე ვერ იტევს რიცხვი,
რიგს ემატება მეტი და მეტი,
ჩიტის სიმღერას მეტი ფასი აქვს,
მკითხველს კი უნდა დავუდგას ძეგლი.
Monday, February 4, 2019
Thursday, January 31, 2019
დგას მარილის გორები
სახლთან ისე დათოვა,
აღარა ჩანს მორები,
ფქვილად გადაქცეულა
კენჭები და ლოდები,
მინდა, ცომი მოვზილო,
გამოვაცხო ბებია,
მეხრე დავსვა ურემზე,
ვითომ პაპაჩემია.
კეცებზეა მჭადები,
ჩემი არის არჩივი,
შემოგვიდგა მამიდამ
მაყვლიანი საცივი.
მე კი, ქერა პატარას,
ბიძა, ბიძაშვილები,
მმასპინძლობენ ხალისით,
მურაბის დგას ქილები.
ჩირი, თაფლაკვერები,
ჯანჯუხა და მწვადები,
შობის ღამე თენდება,
მახსოვს იმ დღის ნათელი.
სახლთან ისე დათოვა,
აღარა ჩანს მორები,
ეზოში და მის მიღმა
დგას მარილის გორები.
აღარა ჩანს მორები,
ფქვილად გადაქცეულა
კენჭები და ლოდები,
მინდა, ცომი მოვზილო,
გამოვაცხო ბებია,
მეხრე დავსვა ურემზე,
ვითომ პაპაჩემია.
კეცებზეა მჭადები,
ჩემი არის არჩივი,
შემოგვიდგა მამიდამ
მაყვლიანი საცივი.
მე კი, ქერა პატარას,
ბიძა, ბიძაშვილები,
მმასპინძლობენ ხალისით,
მურაბის დგას ქილები.
ჩირი, თაფლაკვერები,
ჯანჯუხა და მწვადები,
შობის ღამე თენდება,
მახსოვს იმ დღის ნათელი.
სახლთან ისე დათოვა,
აღარა ჩანს მორები,
ეზოში და მის მიღმა
დგას მარილის გორები.
სხეულს ძარღვებში ახლიდან ვუყრი
სხეულს ძარღვებში ახლიდან ვუყრი,
რომ არ გამექცეს ზეცაში სული,
უწონელ ზეფირს მიველტვით ყველა,
მაგრამ აქაც რომ გვიტირის დედა...
რომ არ გამექცეს ზეცაში სული,
უწონელ ზეფირს მიველტვით ყველა,
მაგრამ აქაც რომ გვიტირის დედა...
Monday, January 28, 2019
მოგენდე ერთ დროს
მე შენი დობა მინდოდა მხოლოდ,
რომ ჩაგებნია გვირილა თმაში,
დაგეწნა ჩემი ოქროს კულული,
ერთად გვერბინა მდელოზე, მთაში,
შენ კი გრიგალად გადაიქეცი,
აწეწე სული, მაცივებს ტანში,
შენი თვალებით მიყურებს მხეცი,
ერთ დროს უნაზესს მოგენდე ბავშვი.
Friday, January 25, 2019
თეიმურაზის ჩვენც დაგვაქვს ლეში
თეიმურაზის ჩვენც დაგვაქვს ლეში
და სუნს ვგრძნობთ ახლა ძლიერად, მძაფრად,
არ გამოვტოვეთ არც ერთი წუმპე,
მოგვყიყინებენ ბატები ფარად.
დედის ხსენიღა შემოგვრჩა ტუჩზე,
თორემ ვეღარ ვცნობთ ჩვენს მშობელ დედათ,
მარგოს მოვხადეთ ზურგზე თავშალი,
აგერ ფრიალებს, ქარს მიაქვს ველად.
და სუნს ვგრძნობთ ახლა ძლიერად, მძაფრად,
არ გამოვტოვეთ არც ერთი წუმპე,
მოგვყიყინებენ ბატები ფარად.
დედის ხსენიღა შემოგვრჩა ტუჩზე,
თორემ ვეღარ ვცნობთ ჩვენს მშობელ დედათ,
მარგოს მოვხადეთ ზურგზე თავშალი,
აგერ ფრიალებს, ქარს მიაქვს ველად.
მზესუმზირა და მზევინარი (ზღაპარი)
მზესუმზირა და მზევინარი
მზევინარს მზესუმზირას ყვავილები ძალიან უყვარდა, გავიდოდა სიმინდის ყანაში და საათობით უყურებდა, ერთხელ გადაწყვიტა, აქ რაზე ვიარო, სახლში ქოთანში დავთესავ და დღე და ღამე მის ცქერაში ვიქნებიო. მივიდა მეზობელთან, რომელსაც მზესუმზირა ეთესა თავის ყანაში და ყვავილის თესლი სთხოვა. მისცა მეზობელმა ერთი მუჭა, მაგრამ მზევინარმა მხოლოდ ერთი ცალი ჩააგდო ქოთანში, რომელიც თავის ოთახში დადგა, დანარჩენი კი ქათმებს დაუყარა. გაიზარდა მზესუმზირა, ყვითელი ყვავილები გამოისხა, მზესავით ანათებდა, მაგრამ მალე მოიწყინა, თავი ჩამოაგდო, დღისით სარკმელისკენ იხედებოდა, სინათლეს ეხარბებოდა. მზევინარი მუდმივად მის მოვლაში იყო, დაჰფუთფუთებდა, ფოთლებს წყლით ბანდა, კოცნიდა, რა ლამაზი ხარო. უხაროდა მოსახელეები რომ იყვნენ, პატარა განსხვავებით, ხმამაღლა წარმოთქვამდა ხოლმე, - მზესუმზირა, მზევინარი! - მზესუმზირა ვერა და ვერ გამოაკეთა. დობილი უნდა, ალბათ, მარტომ მოიწყინაო, გაიფიქრა და ქოთანი გარეთ გაიტანა. გაიბადრა მზესუმზირა, თავი აღმართა მზისაკენ, რომელიც პირველად დაინახა თავის ცხოვრებაში და სამადლობელი უძღვნა ღმერთს, რომ მისი ნახვის საშუალება მიეცა. მერე ყანებს გახედა, საიდანაც მისი დობილ-ძმობილები იცქირებოდნენ, მასზე მაღლები და მშვენიერები, თავი დაუქნია და მიესალმა. იმათაც გაუღიმეს, თავი დაუხარეს ახალ მეგობარს. სუფთა ჰაერიც ჩაისუნთქა, მაგრამ ნებივრობა დიდხანს არ დასცალდა. მზევინარმა ქოთანი ისევ სახლში შეიტანა, გეყოფა სეირნობაო. უარესად მოიწყინა ყვავილმა, მარტო თავი კი არა, ფოთლებიც ძირს ჩამოუშვა, ამას კი ვეღარ გაუძლო გოგონამ, შეეცოდა მზესუმზირა, ალბათ თავისიანებთან უნდა ცხოვრებაო, ქოთნიდან მიწასთან ერთად ამოიღო და მეზობლის ყანაში გადარგო. ასე დაცილდნენ ერთმანეთს მზესუმზირა და მზევინარი, მაგრამ გოგონა კმაყოფილი დარჩა იმით, რომ მისი მეგობარი ბედნიერი იყო, ის ხომ მისთვის ძალიან ძვირფასი გახლდათ. ახლა მზევინარი სტუმრად ხშირად დადის მზესუმზირებთან, ჩაეხუტება ხაოიან ფოთლებსა და ღეროებზე და ბარაქასა და ხვავს უსურვებს.
Thursday, January 24, 2019
ოწინარო
სევდავ, აკინძულო, ჩაკინძულო
ძველ სახლში ბალიშებად, ღილებად,
ბებიას მეწამულო თავსაფარო,
ფერი შეგლახვია, ბინდდება..
ეზოში დავარდნილო ოწინარო,
ერთ დროს ხელაწევით მოცინარო,
კაბის დარჩენილა ნაფლთები,
ჭამდე ვიღამ უნდა მომიყვანოს?
,
ძველ სახლში ბალიშებად, ღილებად,
ბებიას მეწამულო თავსაფარო,
ფერი შეგლახვია, ბინდდება..
ეზოში დავარდნილო ოწინარო,
ერთ დროს ხელაწევით მოცინარო,
კაბის დარჩენილა ნაფლთები,
ჭამდე ვიღამ უნდა მომიყვანოს?
,
Subscribe to:
Posts (Atom)