Sunday, April 17, 2016
На таможне Украины, помогите, кто может!
Мой племянник вехал на територию украины на машине, преобретенней в Германии за 600 евро. Украинская таможня сначала попросила взятку 250 евро, чтобы его пропустить. У него нет таких денег, оставил себе только на бензин и паром чтоби попасть в Грузию с Одессы. Потом таможенники Украины начали действовать по закону и за транзит этой дешовой машины попросили 4700 евро, которую вернут когда он перейдет границу. Что делать не знаем! Его заставили вынуть все из машины, даже телевизор, тоже купил в Германии за 70 евро. Еще смеялис, что таможня не склад, хранить его вещи. Он не смог понести и оставил на таможне, а маленький синишка, ему 5 лет, очень ждал телевизор, которого у него нет. Мы и подумать не могли, что на украине такие безчеловечные законы и люди. Сейчас мой племянник-Торнике Чикваидзе сидит в городе Ужгороде, сам не знает для чего. Наверно думает, что ещо остались люди на планете, которые помогут ему вернутся на родину на своей машине, которую купил своим физическим трудом. Почему- то думают, раз грузин, значит богатый. У нас большая безработица. Люди вынуждены ехать за границу на заработки, а сейчас Украина требует все, что он заработал, какието копейки, им осавить. Это настоящий грабеж. Если у Торнике были-бы такие деньги, он не поехал бы в Чехию на заработки и то на долги. У него нет отца, давно умер. Жена тоже не работает. Живут в недосроенном доме, в плохих условиях. Может кто нибудь подскажет, что делать?! Виза однаразовая 3-месячная, обратно не пустят. Помогите!
მოერიდეთ, უკრაინის საბაჟოა!!!
მყავს დიშვილი, სახელად თორნიკე, ძალიან კარგი ბიჭია, წესიერი, პატიოსანი. მამა ადრე გარდაეცვალა, სხვადასხვა მიზეზების გამო მატერიალურად უჭირს, აქ სამუშაო რომ ვერ იშოვა, სამი თვით ჩეხეთში წავიდა სამუშაოდ, ფიზიკურად იმუშავა, იაფფასიანი მანქანის ფული შეაგროვა, გერმანიაში გადავიდა, იქ 600 ევროდ მანქანა იყიდა, მეორადი ტელევიზორი, ცოლ-შვილს გავახარებო,პატარა ზურიკო სკოლაში ჯერ არ დადის,ელოდება, მამა ტელევიზორს ჩამომიტანს და მანქანას ჩამოიყვანსო, ძალიან უხარია.
მაგრამ, დღეს რა მოხდა: უკრაინაში შემოვიდა თავისი მანქანით, უკრაინელები კარგი ხალხი ეგონა, იფიქრა, პრობლემები არ შემექმნება გზაზე, მშობლიურ ერად მიაჩნდა, ბებია უკრაინელი ჰყავს. იქ საბაჟოზე ჯერ 250 ევრო ქრთამი მოთხოვეს, გაგატარებთო, საწყალს ეს ფულიც არ ჰქონდა, მხოლოდ ოდესიდან მანქანის "პარომით" გადასაყვანი და ბენზინის ფული ჰქონდა, უარი უთხრა, ეგრე არ გინდაო, ჩვენი კანონმდებლობით, გირაო უნდა გადაიხადო, მანქანა რომ ჩვენს ტერიტორიაზე გავატაროთო. უთხრეს, 4700 ევრო უნდა შეიტანო უკრაინის ბანკში და როცა საზღვარს გადაკვეთ, მერე დაგიბრუნებთო, საწყალ ბიჭს 4700 ევრო რომ ჰქონდეს, უცხოეთში რატომ წავიდოდა?! ამ არაადამიანებმა, სხვა რისი თქმა შეიძლება უკრაინის საბაჟოს ამ თანამშრომლებზე, ის ნივთებიც ამოაღებინეს მანქანიდან, რაც შიგ ეწყო,ეს საწყობი კი არ არისო. სად ან როგორ უნდა გადაეტანა ტელევიზორი, ისიც საბაჟოზე დატოვა, ალბათ საბაჟოს რომელიმე თანამშრომელი დღეს ღამით პატარა ზურიკოს ტელევიზორს სახლში წაიღებს და თავის ბავშვებს გაახარებს. მანქანა, ახლა გამოცარიელებული, უკრაინის ქალაქ უჟგოროდის საბაჟოზე დგას და ელოდება თავის ბედს. თორნიკეს ნამდვილად არა აქვს საშუალება, რომ 4700 ევრო დაუტოვოს გირაოდ უკრაინის საბაჟოს, რომელსაც თურმე ეშინია, რომ მან ეს მანქანა, 1999 წლის ოპელ-ასტრა, მათ ტერიტორიაზე არ გაასაღოს და მათ ზარალი არ მიადგეთ. ამ მანქანაში ისინი თურმე ბაჟს ითხოვენ 4700 ევროს. სირცხვილი უკრაინის საბაჟოს და მთავრობას, რომელიც ისეთ პირობებს უქმნის ხალხს, რომ მეორედ იქ აღარავინ ჩავიდეს, ძარცვავენ ადამიანებს, იმ ცოტასაც ართმევენ, რაც მათ საკუთარი შრომით იშოვეს, როგორც გვითხრეს, ამ დატოვებულ მანქანებს მერე შლიან საბაჟოს თანამშრომლები და ნაწილებად ყიდიან. იმედი მაქვს, რომ საქართველოს საელჩო ყურადღებას გამოიჩენს ჩემი დიშვილისადმი და დაეხმარება, თუმცა არც ამის მჯერა. ძალიან მეტკინა გული, რაც მოხდა. წარმოიდგინეთ ამ ბიჭის მდგომარეობა. ახლა წევს ქალაქ უჟგოროდის რომელიღაც ღარიბული სასტუმროს
პატარა ოთახში და ცრემლებს ყლაპავს, ნანობს,რატომ არ წამოვიდა თურქეთის გზით, როგორც ყველა ქართველი მოდის, მაგრამ უნდოდა ლოგინად ჩავარდნილი ბებია ენახა, რომელიც ხარკოვში ცხოვრობს. ჩვენი მართლმადიდებელი ძმები, როგორც მე ვფიქრობ, ცოტა არ იყოს უღირსებოდ იქცევიან, როცა ადამიანობას ივიწყებენ და თავს კანონებით იმართლებენ. მთელი თავისი ნაჯაფ-ნაწვალები ბიჭმა ახლა სხვას უნდა დაუტოვოს. თუ ვინმეს ხელეწიფება მისი დახმარება, გთხოვთ, დაეხმაროთ.
მივმართავ უკრაინაში საქართველოს საელჩოს და საკონსულოებს, იქნებ ყურადღება გამოიჩინოთ გაჭირვებული ადამიანის მიმართ!
ორი წლის წინ უკრაინიდან ძმა და რძალი გვეწვია. ძალიან მოსწონს ჩვენს რძალს სულგუნი. წაიღეს, ხარკოვში ჩასვლისას საბაჟოზე ჩამოართვეს, ყველის გადატანა აკრძალულიაო.
დღეს ყველას ვაფრთხილებ, მოერიდეთ, უკრაინის საბაჟოს!

Thursday, April 14, 2016
სულს მიშფოთებენ იასამნები
სულს მიშფოთებენ იასამნები,
მათი ეშხით და სუნით დავთვრები,
ციდან ჩამოვხსნი სამოსელს იის,
მხრებზე მოვისხამ და ტყე-ტყე ვივლი.
მოვეკიდები ხავსსა და ბალახს,
დევს მოვაყოლებ საოცარ არაკს,
მერე დავჯდები წყაროსთან ფიქრით,-
დრო უმოწყალოდ საფლავებს გვითხრის.
მათი ეშხით და სუნით დავთვრები,
ციდან ჩამოვხსნი სამოსელს იის,
მხრებზე მოვისხამ და ტყე-ტყე ვივლი.
მოვეკიდები ხავსსა და ბალახს,
დევს მოვაყოლებ საოცარ არაკს,
მერე დავჯდები წყაროსთან ფიქრით,-
დრო უმოწყალოდ საფლავებს გვითხრის.
სადღეგრძელო
მე სიყვარულით სავსე ვარ ახლა,
ნაჟურით ყურძნის ავავსე თასი,
დიდება ქვეყნის კვლავ გვეზეიმოს,
ისევ გვესწავლოს კაცობის ფასი!
ნაჟურით ყურძნის ავავსე თასი,
დიდება ქვეყნის კვლავ გვეზეიმოს,
ისევ გვესწავლოს კაცობის ფასი!
სიყვარული ზოგჯერ ბეცობს
ზოგჯერ მინდა, ახლოს იყო,
ჩამეხუტო, მომეფერო,
როცა ცხელა, მზე მწვავს მწველი,
ოდნავ სული შემიბერო.
სიცივეში მომეხვიო,
საბნის კალთა შემიკეცო,
ვიცი,ბევრს გთხოვ,
მაგრამ რა ვქნა, -
სიყვარული ზოგჯერ ბეცობს!
ჩამეხუტო, მომეფერო,
როცა ცხელა, მზე მწვავს მწველი,
ოდნავ სული შემიბერო.
სიცივეში მომეხვიო,
საბნის კალთა შემიკეცო,
ვიცი,ბევრს გთხოვ,
მაგრამ რა ვქნა, -
სიყვარული ზოგჯერ ბეცობს!
Tuesday, April 12, 2016
რისთვის მეძახი?!
ნეტავ ვიცოდე, რისთვის მეძახი,
რატომ მიგზავნი შორიდან ღიმილს,
მე ეკლიანი ტოტი ვარ ვარდის,
შენ - გულყვითელა პატარა ჩიტი...
Saturday, April 9, 2016
გაზაფხულმა აირია გონი
გაზაფხულმა აირია გონი,
ალუბლის ხემ შემოიცვა კაბა,
საპატარძლო თავის რჩეულს ელის,
წინ უფენენ ყვავილების ფარდაგს.
ვარდმა ტუჩი გამოზნიქა მწველი,
საალერსოდ გაიწვია ღამე,
გულს უსერავს სატრფოს ეჭვი, მღრღნელი,
რით აჯობებს ის მეტოქეს, ნაქებს?!
პატარაა ჩიტუნია, მაგრამ
ოცნებებით გაუვსია გული,
სიმღერებით ის იქარვებს ბალღამს,
ღამეს კიდევ შეპარვია რული.
რით აჯობებს ის მეტოქეს, ნაქებს?!
პატარაა ჩიტუნია, მაგრამ
ოცნებებით გაუვსია გული,
სიმღერებით ის იქარვებს ბალღამს,
ღამეს კიდევ შეპარვია რული.
Subscribe to:
Posts (Atom)