Friday, April 11, 2025

სიმღერა (ხალხურ მოტივებზე) სატრფიალო

 სიმღერა

(ხალხურ მოტივებზე)
სიყვარულისთვის მოვსულვარ,
განა ავისთვის მოველ,
შევეჭიდები ავსულსაც,
დავფიცავ მაგ შენ თოლებს!
აქ მოვდიოდი, შემომხვდა
გზაზე ათასი ეშმა,
შუქი დამეცა ზემოდან,
ცისფერ მერანზე შემსვა.
აქ მომაფრინა შენ წინა,
ელვასავით რომ ვკრთოდე,
ჩემგან თუ რამე გეწყინა,
მოვინანიებ ცოდვებს.
მაია დიაკონიძე
7.04.2025 წელი

No comments:

Post a Comment