Tuesday, January 23, 2024

რა ბედენაა

 რა ბედენაა ერთი-ორი ბეღურაო,

სიცივისგან გაყინული, - იტყვიან ზოგიერთები,
ჯერ კიდევ ბევრნი არიან, - ხორბალს მიჭამენო.
რა ბედენააო, ზღვაში ჩამხრჩალი მზე. - ხვალაც ამოვაო,
რა ბედენაა, ერთი-ორი მიტოვებული სახლიო...
ადამიანებია მთავარი, რომ მიდიან და უკან აღარ ბრუნდებიან...
მაია დიაკონიძე
23.01. 2024 წელი

No comments:

Post a Comment