Wednesday, October 11, 2023

როგორც მზე!



როგორც მზე, მათბობს ღიმილი,
ღიმილი, ,,არაფალში",
თქვენც გაიღიმეთ, მზის სხივი 
რომ აკიაფდეს თვალში

სიტყვაც თბილი თქვით, მზიანი,
გამოწვით ცეცხლის ალში,
მიართვით ქალებს იანი,
არავის დარჩეთ ვალში.

დაგიბრუნდებათ სიკეთე,
მადლია მისი არსი,
თუ ასე არ გააკეთე, 
ყველაფერია ფარსი.
მაია დიაკონიძე
11.10.2023 წელი

,,ფალში" - იტალ. ყალბი








No comments:

Post a Comment