შემომაშველე, უფალო, ხელი!
კვლავ ველი ქვეყნად დღეებს მადლიანს,
შემომაშველე, უფალო, ხელი,
ჩემი ფიქრები ცაში ადიან
და დრო დამდგარა მათი გამხელის.
იქნებ აზრები მქონდა ბოროტიც,
და ვერ ვარჩევდი ფქვილსა და ქატოს,
ხან ვუცრუებდი მოყვასს მოლოდინს,
თავად არ ვიცი, რისთვის და რატომ?!
თავს არ ვიმართლებ, დაე, დამსაჯონ,
გავითავისებ მოშურნის ტყვიას,
ჩემი ცხოვრება, ტემპით ადაჯო,
მიიღებს ამას ადრე თუ გვიან..
იქნებ სიმართლემ შემმატოს ძალა,
თუ კი შემაწევს ვიღაცა სიტყვას,
სიკეთე ხომ თავს არასდროს მალავს,
მეც მოვესწრები უფალთან მირქმას.
და პანფლეტები ნასროლი შურით,
გადაიქცევა ყვავილად მინდვრის,
სუნი აჰყვება ჩემს ფიქრებს მუშკის,
ცხოვრება ტემპით ადაჯო მიდის..
მაია დიაკონიძე
29.07.2023 წელი
ადაჯო (ან ადაჯიო, იტალ. adagio — ნელა, დინჯად, მშვიდად)
,
.
No comments:
Post a Comment