Wednesday, September 14, 2022

პედაგოგ ჯეირან გვარაძეს! მიძღვნა, ავტ. ელგუჯა ციგროშვილი

 

პედაგოგ ჯეირან გვარაძეს!

 

ყველას თავისი გზა-სავალი გვარგუნა ღმერთმა,

შენ წილადა გხვდა, ჰყოფილიყავ სულის მკურნალი!

ბევრი ისმინა შენი სიტყვა, ბეჯითმა, ყბედმა, –

35 წელი გეპყრა სკოლის ჟურნალი.

 

სათნო ღიმილით, ბავშვის გულის კარებს აღებდი,

დღესაც ბევრს ახსოვს, თავზე შენი ხელის გადასმა...

ყველა არ იყო კარგოსანი, სკოლის ნაღები, –

მაგრამ გულში კი ჩაგისახლა, ალბათ, ათასმა.

 

ქვეყნად სიკეთე იზომება არსენას ადლით...

არ ივიწყებენ შუქით სავსე შენს კეთილ თვალებს,

არიან სავსე შენეული ულევი მადლით,

კელაპტარივით რომ აუნთე მომავლის ხვალეს!

 

მასწავლებელი! მართლა არის მკურნალი სულის,

კურთხეულ საქმეს რომ აკეთებს თავდავიწყებით...

არასდიდებით არ დაგვტოვებს ხსოვნა წარსულის, –

ყველა საკუთარ ბავშვობიდან რადგან ვიწყებით!

 

ქ. თესალონიკი

სიგიჟე არის ეს ცხოვრება

სიგიჟე არის ეს ცხოვრება, სიგიჟე არის
და ზოგჯერ ვხდებით ჩვენ მონები სულ ერთი წამის,
ის ერთი წამიც სიყვარულის ზეცამდე ადის,
სიგიჟე არის ეს ცხოვრება, სიგიჟე არის.
სანამ აქა ვართ, სანამ კიდე გვძინავს და გვღიძავს,
სანამ ჯერ კიდევ ფეხს ვადგამთ და შევხარით მიწას,
ავწიოთ ხელი, მივესალმოთ მზესა და ღრუბელს,
სანამ ჯერ კიდევ სხივებს გვჩუქნის, სიხარულ ულევს.




Tuesday, September 13, 2022

ვწერე ლექსები

1.ვწერე ლექსები მგრძნობიარე , თბილი და წრფელი თუმცა ვერ ვხვდები, რად ვიცხოვრე , ვისთან ან რატომ ... და ახლა , როცა რუბიკონზე გადასვლას ველი , გავლილს გავხედე და მივხვდი რომ ვიარე მარტომ . 2 . მთელი ცხოვრება , სიყვარულზე ვხატე და ვწერე , თუმც ქალწულური ოცნებები ვერ შევისრულე და ... აი, ახლა , დიდობაში , დიდი ხნის მერე , ის ოცნებები , სევდის ლექსად  დავიჩურჩულე.
13.09.2022 წელი

შორი ხარ (სატრფიალო)

 შორი ხარ,  ვიცი, ძალიან შორი,

და შენი მზერა მევლება მაინც,

შენ აგარჩიე ვარსკვლავბს შორის,

თვალები გქონდა ვეება საცრის.

ღამეა, შენი იმატებს შუქი,

მელაციცება სახეზე, თავზე,

მზედ თუ ვერ მოხვალ ჩემამდე თუკი,

მაშინ რატომღა მიყვარხარ ასე.




აღარც კი ვიცი (ფილოსოფიური), მინიმა

 აღარც კი ვიცი, მაქვს თუ არა, მე კარგი ლექსი,

ვეღარც მას ვხვდები, რისთვის, რატომ, ვისთვის ვიცხოვრე,

და მხოლოდ მაშინ, გადავლახავ როცა რუბიკონს,

მეტყვიან, იქნებ, ეს ცხოვრებაც გამოვიგონე.



ვწერე ლექსები (სატრფიალო-ფილოსოფიური)

ვწერე ლექსები

 

ვწერე ლექსები მგრძნობიარე, თბილი და წრფელი,

თუმცა ვერ ვხვდები, რად  ვიცხოვრე, ვისთვის ან რატომ...

და ახლა, როცა რუბიკონზე გადასვლას ველი,

გავლილს  გავხედე და მივხვდი, რომ ვიარე მარტომ.

 

მთელი ცხოვრება სიყვარულზე ვხატე და ვწერე,

თუმც ქალწულური ოცნებები ვერ შევისრულე

და ... აი  ახლა, დიდობაში, დიდი ხნის მერე,

ის ოცნებები  სევდის ლექსად დავიჩურჩულე!


შენს სიზმრებში მოვედი და... (სალაღობო)

 შენს სიზმრებში მოვედი და არ დამხვდი,

გამქრალიყო დიბა-ატლას-ფარჩები,

შეცვლილიყო სარკმლის მიღმა ამინდი,

მომძახოდნენ ჭოტნი, დროის ჩარჩები.

მე მეგონა, მიყვარდი და გიყვარდი,

მზეს მოჰგავდი ჩემთვის, ლამაზ გოლიათს,

მოგიტაცებ, სიყვარულის ფირალი,

მაგრამ მზესაც თურმე კბენა სცოდნია.