Sunday, July 3, 2022

გილოცავ დაბადების დღეს (ელგუჯა ციგროშვილს)

 ჩემო მწვანე მინდორო, თავთუხების ყანავ,

ალერსში და სურვილში ფუნჯით გულში გხატავ,

შენთან რომ დამაშოროს, ნეტავ არის ძალა?

უსტარს სიყვარულისას გამოვატან ალალს.

ყველა კეთილ იმედებს ჩაგიქარგავ შიგნით,

სიყვარულის რაობა ჩემზე კარგად იცი,

მრავალ დაბადების დღეს მოგილოცავ ფიცით,

შენზე ეთქვათ ყოველთვის, ,,გვარზე ხტისო კვიცი".

მაია დიაკონიძე

3.07.2022წელი


,


დაჭრილი ვარ ისრით (პატრიოტული)

 დაჭრილი ვარ ისრით, ჟონავს, წვეთავს სისხლი,

ამ ქვეყანას ვხედავ ბინდში ჩანთქმა ელის,

თუ კი არ დაფასდა სიმამაცე, ნიჭი,

დარჩა სახლი, ფუძე საპატრონოდ გველის.


მოსდებია მილეთს ჩვენი მოდგმა, ჯიში,

სიყვარული ქრება, როგორც მზეზე თოვლი,

ნუთუ აღარ ესმით ძახილი ამ მიწის,

კვნესის, როგორც ბავშვი, ვეღარ უძლებს ლოდინს.


დაილია, დაჭკნა, ღობე-ყორეც გაქრა,

ვერ ისწორებს უკვე ხერხემალზე მალებს,

მაინც გაიელვებს  ლურჯი გემის აფრა,

ცდილობს სამკუთხედში ბერმუდის არ გაქრეს.



Saturday, July 2, 2022

შენი სურნელი შევისუნთქე (სატრფიალო)

 სიმღერა

შენი სურნელი შევისუნთქე, უცხო ყვავილის
და ბახუსივით სიყვარულით უმალ შევთვერი,
ალბათ, მომესმა შენი ხმა და შენი ძახილი,
ვით აბესალომს მოგეახლე ტურფა ეთერი.
მაგრამ მჯერა, რომ ჩემზე უარს არასდროს იტყვი,
და შავტარიან პირბასრ დანას მეც არ მაჩუქებ,
გადმოგეპნევი ყვავილებად ცაცხვის და ილის,
შენ ჩემი და მე შენი სულის გვერქვას საუნჯე.
მაია დიაკონიძე
02.07.2022წელი


Friday, July 1, 2022

მიყვარხარო, რომ მითხარი (სატრფიალო)

 ჩემი გულის სარქველს სევდით ავსებ,

თითქოს შავი ღრუბლებია ცაზე,

თითქოს აღარ განქარდება ბინდი...

 მაგრამ ვხედავ, აყვავილდა შინდი.

და შენ ერთი ამოხვედი გულში,

შევიგრძენი სურნელება მუშკის,

ნათლის სვეტად გადმოხვედი ცაში,

მიყვარხარო, რომ მითხარი მაშინ.


მაიკოს იუბილეზე, ავტ. ელგუჯა ციგროშვილი

 მაიკოს იუბილეზე!

1. ვით კრწანისში, ერეკლეს, გმირი არაგველები, - შემორტყმიან მაიკოს, გარს ერთგული მცველები. 2. იუბილარს, ყველანი თბილად ეფერებიან, ,,ავ თვალს არ ენახვიან," ,,მღვიმეს" შეჰფარებიან! ელგუჯა ციგროშვილი ქ. თესალონიკი 11. 12. 2021 წელი

ერთსტროფიანი (პატრიოტული)

 

წლები და  წუთები ქარივით მიქრიან, 

და ყოველ ერთ წამში  ვქრებით და ვბერდებით

ღმერთმა კი მოგვმადლა მზიური მისია,

მეც .ტანჯულ ქვეყანას მტლად, მწედ დავედები.



ალალ გულებს მიეც, ღმერთო, ლხინი!

 შენი გულის სითბო მე რომ მერგო, 

მადლსა გწირავ სასოებით, ღმერთო,

შენ მიამებ ტკივილებს და წყლულებს,

შენა მჩუქნი შეყვარებულ გულებს.

რომ უყვარხარ, ამას ხომ აქვს ფასი?!

მეჯავრება ტყუილიცა და ფარსიც,

ალალ გულებს მიეც, ღმერთო, ლხინი,

როგორც ბავშვი, ტაძრის კართან გიცდი.