Wednesday, April 1, 2026

ვიღაცისთვის არ ვარ სულაც

 ვიღაცისთვის არ ვარ სულაც,

ვიღაცისთვის მზე ვარ დიდი,

ვიღაცისთვიც ვდგავარ უკან,

ვისთვის - მცველი,  მეხამრიდი.

ყველა ჩვენ-ჩვენ გზას მივკვალავთ,

ის - თავხედად, მე კი, რიდით,

მინდა მივყვე უფლის კარნახს,

მის წინაშე წარვსდგე დიდი.



აღარაფერი (სატრფიალო)

 აღარაფერი

აღარც შენა გაქვს ჩემთან სათქმელი,
აღარც მე არ მაქვს სალაპარაკო,
ნისლში გამქრალა მწიფე ძახველი,
ვერ შევძელ შენი გული განვაგო.
შორს დარჩა თეთრი ფიფქების ბარდნა,
შორს დარჩა თეთრი ია, ვარდნარი,
აღარაფერი - ეკლების გარდა,
აღარაფერი - მხოლოდ ავდარი.
მაია დიაკონიძე
1.04.2026 წელი

ქარი მეტ-მეტობს წამში

 ქარი მეტ-მეტობს წამში

ვიღაცას იქნებ მოვწონვარ,
ვიღაცას იქნებ არც კი,
ჩემს სიტყვას ვისთვის წონა აქვს,
ვისთვის მძიმე ვარ ბარგი.
აშლილა მთაში ნისლები,
ჩემთან ხმაური მოაქვთ,
სისხლისგან ისე ვიცლები,
თითქოს ვებრძოდი ქოფაკს.
შემიღებია ცა წითლად,
ქარი მეტ-მეტობს წამში,
სიცოცხლე შემიწირია,
პირველი არ ვარ გვარში.
მთა და მინდორი ნახატი,
შემეგებება კვლავაც,
პეპელასავით ფარფატით,
ვიფრენ სიცოცხლის კვალად.
მაია დიაკონიძე
31.03.2026 წელი