ჩემო სოფელო!
მე ვკოცნი ხელებს იმ გლეხკაცის,
ყანა რომ მოჰყავს, თოხნის და ბარავს,
მერე ცელავს, ამზადებს სათიბს,
პურის თავთავებს ეფერება, მუჭაში ჩაყრილს,
მინდორზე გაჰყრის, ვით მარგალიტს,
ზღვის ფსკერზე ნათიბს.
ბარდნის ყანებში მზის სხივებით,
ყვითლდება ყანა,
ყვავილი ელის ფუტკარსა და ხატულა პეპლებს,
ოქროკაცი კი, ოქროთივე
თოხს და ცელს ფარავს, -
სულ შრომაშია, -
სათავისო სიხარულს ეძებს.
მზის სხივებს ფერობს ეს ზაფხული,
მინდვრები - სათიბს,
ოქროს თავთავი
სასწაულის საცქერლად გვიხმობს,
გლეხი კაცი კი - პურის ყანას
უმზადებს ქათიბს...
მზის ფერდობებზე ალიონი გაწვება თითქოს.
მაია დიაკონიძე
12.11.2012 წელი

No comments:
Post a Comment