Monday, February 2, 2026

ავტ. ელგუჯა ციგროშვილი, ახალი წიგნისთვის

 ,, ყოველი , რომელი ითხოვდეს , მიეცეს !"

1 . ნატვრით და ოცნებით
ღამეებს ვათევდი ,
მდუმარედ ვუსმენდი
მუზების გალობას ,
სიტყვებს , შენს საქებრად
სათუთად ვარჩევდი
და ხოტბას ვასხამდი
შენს ეშხს და ქალობას .
2 . მერე ... გადაგვკარგა
ბედმა და იღბალმა ,
ლოდინში უშენოდ
მრავალჯერ გათენდა ,
ფრთები მოგამსხვრია
ცხოვრების გრიგალმა ,
გული კი ... იმედით
ღამეებს ათევდა .
3 . შორს იყავ , შენს ნახვას
აღარც კი ველოდი ,
რამდენჯერ ვაჭენე
ფიქრების მერანი ...
შენ , შენი ლამაზი
ღიმილით მშველოდი
და გულს ვერ მიტეხდა
საწუთრო ვერანი .
4 . მთვარეს და ვარსკვლავებს
შენს ამბავს ვკითხავდი ,
გრიგალებს ვატანდი
მოკითხვის ბარათებს ,
ჩემს უმოქმედობას
ხმამაღლა ვკიცხავდი ,
თუმც ვერ ვაოკებდი
გულს , შენგან ანანთებს .
5 . და აი , დღეს დილით
მოხდა საოცრება ,
ამიხდა ნატვრა და
ამიხდა ოცნება ,
გავაღე კარი და ...
ჩემს ზღურბლზე
ის დამხვდა , ~
დღესვე უთვალავჯერ
რომ დაიკოცნება !
6 . მადლობა , უფალო !
თავს გიხრი მიწამდე ,
ბედი არ ყოფილა
მარტოდენ თამაში ...
,, ყოველი , რომელი
ითხოვდეს , მიეცეს ,"
არის ჭეშმარიტი , ~
დავრწმუნდი ამაში !
ელგუჯა ციგროშვილი .
ქ . თესალონიკი .
28 . 09 . 2012 წელი .
,, ალავერდობა ."

ძირს იშლებოდა მარაბდა


ბებოს მოქსოვილ შარფს ჰგავდა,

მთებსმოხვეული ნისლი,

ძირს იშლებოდა მარაბდა,

თავშეწირულთა ხიბლით.

ხერხეულიძეთ კვალს გაჰყვა

ცხრა მაჩაბელი ბედად,

ვით გატეხილი ცხრა მარხვა,

მარცხი მით დაგვებედა.

ნისლები მიმოფანტულან,

ფთილა-ფთილა და ცალად,

თითქოსდა ცა დარახტულა,

მტრის ჯართან შესაყარად.