სიტყვა
მომერია შემოდგომის ჟანგისფერი,
სევდის ბაღი მოვიარე გუშინ,
ზოგის სიტყვა არ ყოფილა არაფერი,
მილივლივებს მთებზე ფერთა კასკადები,
ქარი ფოთლის ატრიალებს ჯარას,
ზოგის სიტყვა იწონება კარატებით,
სიტყვას ნუ სთხოვ ცბიერსა და აჯამს.
სიტყვა ზოგჯერ სიკვდილია, ცაში მეხი,
ზოგჯერ იხდის სიყვარულის ღალას,
გაუძელი, თუკი გადგას სიტყვის წნეხი,
თუკი სიტყვა შენს სულს მწარედ ღარავს.
ბოლოს მაინც უფლის სიტყვით დავმშვიდდებით,
მალემსრბოლად ჩაიქროლებს ჟამი,
ცას შერჩება გაცრეცილი აფიშები
და ორიოდ ბედნიერი წამი.
მაია დიაკონიძე
29.10.2025 წელი
No comments:
Post a Comment