ექსპრომტად ლეილა არჩემაშვილს!
(ლეილა არჩემაშვილმა, როგორც საქართვლოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის გამარჯვებულმა, მედალი მიიღო)
(ფშაურ კილოზე)
სიხარულს დიდი მუხტი აქვ,
სხეულს დაუვლის რო დენი...
წესით შენ ძეგლიც გეკუთვნის,
ცოცხალ რომ იყოს როდენი.
ალალი იყოს შენზედა,
მედალია თუ ორდენი,
კიდევაც ბევრი აგეღოს,
ღამის ცის ვარსკვლავთოდენი.
ქ. თესალონიკი, 7.12. 2022 წელი
No comments:
Post a Comment