არ შემეცილოთ ასეთ სიკვდილში!
არ შემეცილოთ ასეთ სიკვდილში:
ჩემს მიწა-წყალზე მინდა რომ მოვკვდე,
როცა მზექალი დალალს გაიშლის
როცა ზვირთები ადიდდებიან
და მიაღწევენ შორეულ ნაპირს,
გავხედავ მინდვრებს ყვავილებიანს
და შევიმოკლებ ზეცამდე მანძილს.
საგზლად წავიღებ ზღაპრებს და ლექსებს,
ყველა პოეტის თითო სიმღერას...
თუ დავასრულე სიცოცხლე მე დღეს,
ვიცი, ზეცის ბჭე რომ გაიღება.
მაია დიაკონიძე
9.05.2025 წელი
No comments:
Post a Comment