მარადი დედა!
შენ ლილიების ზღვაში იწექი,
თავზე გათოვდა სითეთრის სევდა,
როგორც აკვანში, ქარში ვირწევი,
ხელები თეთრი,- ფიქალი ვარდი,
ტუჩი და ღაწვი, ლალი და ძოწი,
ჩემში შემოსულ ნაზ ღრუბელს ჰგავდი,
ხარ უკვდავების პატარა ყლორტი.
შენ ლილიების ზღვაში იწექი,
თავზე გათოვდა სითეთრის სევდა,
როგორც პატარა, ქარში ვირწევი,
შენ მაგონდები - მარადი დედა.
მაია დიაკონიძე
23.11. 2023 წელი
No comments:
Post a Comment