ლექსები
Monday, October 21, 2024
თავდაყირა დგას ქვეყანა
******
თავდაყირა დგას ქვეყანა,
ხალხი დადის ყირამალა,
გაიჩეხა ჩვენი ყანა,
ვერ გაიგებ, ვინ რას მალავს.
ხერხემლიდან გაქრა მალა,
სულს მივათრევთ ძალისძალად,
როდემდე ვიხადოთ ღალა,
დიდი ერი დაიღალა..
ლექსიც გახდა საპატრონო,
აღარა აქვს ძველი ძალა,
ნიჭი უნდა აბატონო,
თორემ ოქროდ ბრჭყვინავს კალაც.
მაია დიაკონიძე
21.10.2024 წელი
No comments:
Post a Comment
‹
›
Home
View web version
No comments:
Post a Comment