ლექსები
Sunday, June 23, 2024
ვითომ სახუმარო
ვითომ სახუმარო
ხან ცხოვრებას ვიჭერდი და
ხან ცხოვრება მიჭერდა,
სულ ველოდი ერთიანი
საქართველოს დიდებას,
აღარ გამოიდარა და
აღარ გაიაპრილა,
ეს სიბერე დამრჩა დარდად,
ვეღარ ვზიდავ აღვირსაც.
არც ცისფერი მერანია,
აღარც ია-ვარდები,
მოგვიმრავლდა ძერანი და
მოგვიმრავლდა ქაჯები.
მაია დიაკონიძე
21.06.2024 წელი
No comments:
Post a Comment
‹
›
Home
View web version
No comments:
Post a Comment