პატივსა ვცემ ადათს ძირძველს,
მეგობარსაც ძნელად ვიძენ,
მაგრამ ვინაც გულში მიძევს,
ვით სამშობლო, მიყვარს ძლიერ
.
,,ჰოი, ოდოია, ნანა",
,,ოდოია, ჰოი, ნანა", -
უთენია შაშვი ამყვა.
კვლავ ეზრდება შვილი მამას,
ცვარი არ წყვეტს მზისფრად კამკამს,
ხომ დანახვა უნდა ამას...
ღმერთი მოგვცემს ყანას სამკალს!..
მაია დიაკონიძე
22. .03.2024 წელი
No comments:
Post a Comment