Tuesday, February 27, 2024

ჩემო რაინდო!

 ჩემო რაინდო!

(ზვიად გამსახურდიას ხსოვნას)

გულმა რომ ვერ დაგიტია,
ქედებად ამოიზარდე,
ყვავილნიც შენ თავს გიხრიან,
მაღლა ზეციდან მიწამდე.
ჩემო რაინდო, ღირსება
გმირთა ხვედრია მეტადრე,
საფლავიც ნუ ეღირსება,
სული ვინც მისცა ეშმაკებს.
მშობელ ხალხს ვინაც უმტყუნა,
სხვას - ორმო, თვითონ - სასახლე,
გადაქცეულა ურჩხულად,
ოცხოტომელებს ასახლებს.
ჩემო რაინდო, მიქია,
ვინც თვალებს აგიკესანებს,
ვისი ცხოვრებაც მითია,
სულ ბოლო ამოკვნესამდე.
მაია დიაკონიძე
26.02.2024 წელი

No comments:

Post a Comment