ლექსები
Friday, February 9, 2024
სიკვდილო!
სიკვდილო!
სიკვდილო, შეგიყვარებდი,
ცელით რომ არ დადიოდე,
ყაყაჩოსა და იასა
შენგან სისხლი არ სდიოდეს.
არა სტიროდეს დედა შვილს,
ან კიდევ შვილი დედასა,
ნეტავ კი შენი გამზრდელი,
ერთხელ მაინცა მენახა.
ვკითხავდი, ან როგორ სძინავს,
ან როგორა ჭამს საჭმელსა,
როდესაც იმისი შვილი
ცრემლსა აგროვებს ამდენსა.
მაია დიაკონიძე
9.02.2023 წელი
No comments:
Post a Comment
‹
›
Home
View web version
No comments:
Post a Comment