ეს ქვეყანაა
სიზმარში ვწველი ქათქათა ნისლებს,
ცხვრის ფარა მოჩანს ფერდობზე გაღმით,
მზერა გადამაქვს, ვჭვრეტ ყვითელ იელს,
ლურჯას ვაჭენებ, ვუსწორებ აღვირს.
ეს ქვეყანაა, მის მზეს რომ ვფიცავ,
ეს ქვეყანაა, ძილს რომ არ მაცლის,
შევეგებები თეთნულდზე ცისკარს
და ავივსები უზღვავი მადლით.
მაია დიაკონიძე
20.12.2023 წელი
No comments:
Post a Comment