Wednesday, April 26, 2023

სიმღერა (კაცის პარტია)

 სიმღერა

ავამღერე ზეცის ჩანგი, 
ერთი გოგო შემიყვარდა,
მე მიყვარდა, თორემ იმას,
იმას კიდევ სხვა უყვარდა.
გადავფითრდი, გავილიე,
ეს ცხოვრება ჩამიჟამდა 
იყო გოგო, იყო ჩიტი, 
და ის ჩიტი შეუყვარდა.
ვუთხარ, გოგოვ, ატმისლოყავ,
ოხ, და როგორ გამიბრაზდა,
საიდანღაც მოსული ხარ,
ქარს გაჰყევი, ქარია და.
ის ჩანგიც ხომ გადავაგდე,
მაინც კვნესის გულია და,
მე მიყვარდა, თორემ იმას, 
იმას კიდევ სხვა უყვარდა.
იყო გოგო, შხვართი გოგო,
იმას ერქვა არიადნა,
მე მიყვარდა, თორემ იმას,
იმას კიდევ სხვა უყვარდა.


No comments:

Post a Comment