ლექსები
Wednesday, November 23, 2022
სულში ღამდები, თენდები! (სატრფიალო, მინიმა)
სულში ღამდები, თენდები,
არასდროს არა მყოფნი,
ცით გადავყარე ღრუბლები,
რომ იყო ჩემი მდომი.
კარგად შემხედო, მიწამო,
ჩემო ავდარო, დარო,
კლდენი დავლაშქრე ციცაბო,
ცაში რომ ამიტანო.
No comments:
Post a Comment
‹
›
Home
View web version
No comments:
Post a Comment