სიყვარულის ნაფაზები,
რა ყოფილა სიყვარული,
ადრე სულ არ ვაფასებდი.
ჩვენ ორ შორის, როგორც ვხედავ,
მზის მდინარე გაიწელა
და ვარდ-იამ სიყვარულის
ცის ნამები გამოწველა.
.
ლექსის ჩქერად მინდა მოგცე
სიყვარულის დიდი ტვირთი,
იქნებ შესძლო, რომ ატარო,
ღალას ასე გადამიხდი,
მაგ თვალებში ცის სილურჯე,
მზის სხივები იკვეთება,
და ყველა გზა ჯოჯოხეთის
ჩვენ ორისთვის იკეტება.
მაია დიაკონიძე
2.09.2022 წელი
.
No comments:
Post a Comment