ასე მგონია, არ გჭირდები და აღარ მიხმობ,
ჩემი ტკივილით გომბორს იქით შეძრულან მთები,
რომ დაგივიწყო, ვით სიზმარი, ამასა ვცდილობ,
შევინარჩუნო ეს სამყარო მაზი და ვრცელი..
თავს შეგახსენებს წყაროს თავთან ჩემი სიცილი,
შავი შაშვი რომ ნაზი ხმებით აჭახჭახდება,
მოგესალტება მჭიდესავით ძველი ტკივილი
და მოგინდება ადამივით ევას გაგება.
ქალს რომ გაუგო, განა არის ასე ადვილი,
როცა ეშმაკნი ჯოჯოხეთში თავებს იმტვრევენ,
და რომ მოსინჯო, შეამცირო ჩემთან მანძილი,
ნახავ ამ გულის კიდეები როგორ გიტევენ.
თუ არ ვიქნები (სიცოცხლესაც ხომ გასდის ყავლი),
თუ არ უწამლე დაკოდილი სულის იარებს,
ნუღარ მოაყრი ნატყვიარზე გულგრილად მარილს,
თუკი მიდიხარ, წასვლას ნუღარ დაიგვიანებ.
მაია დიაკონიძე
24.09. 2022 წელი
No comments:
Post a Comment