Saturday, May 28, 2022

შენ ჩემს მუხლებზე გედო თავი (სატრფიალო)

 ვერ გიშვებ, ვერა!

შენ ჩემს მუხლებზე გედო თავი,
გიშლიდი კულულს,
მზე ჩადიოდა, წინ გველოდა
მცირე სამხრობა,
უნდა გამეშვი, ასე უცებ,
ძვირფასო, ნუთუ,
როცა ჯერ კიდევ ვერ მოესწრო
ვნებებს ჩაცხრომა.
თვალები გქონდა სავსე ლურჯი
ნაზი იებით,
შენი ხმა ჩიტის გალობა და
სონეტებია,
და მიკრთის ხელი, ავადა ვარ
თითქოს ციებით,
ვგრძნობ, შენთან ყოფნა როგორ ძლიერ
მომნატრებია.
ვერ გიშვებ, ვერა, მე არ ძალმიძს
ამის კეთება,
ჩემი ხარ, ვიცი, სამუდამოდ,
ხელი ჩამჭიდე,
და თუ კი ცაში გაიელვებს
ელვა–კვეთება,
მე უცილობლად დავახვედრებ
მეხის ამრიდებს.~
მაია დიაკონიძე
28.05.2022 წელი

No comments:

Post a Comment