Wednesday, April 6, 2022

ელგუჯასა ირაკლის გაბაასება, კაფიის ავტ. ელგუჯა ციგროშვილი

 

კაფიობა, ელგუჯას და ირაკლის ,,გაბაასება"

როგორც ,, ფშავის აღორძინების კავშირის " ერთ~ერთმა დამფუძნებელმა, ფშავის ხევის დიდი მოამაგის, ბ~ნ ირაკლი გოგოლაურის ქალიშვილმა, პროფესორმა – თამილა გოგოლაურმა გვამცნო : ,,არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა ,,ფშაურ კაფიას" და ,,ფშაურ ხმით ნატირლებს!"მე, როგორც ფშაველი, დიდ მადლობას ვუხდი ამ საქმის ორგანიზატორებს, მეც ვუერთდები საერთო სიხარულს და გასამხიარულებლად, ერთ კაფიას შემოგთავაზებთ:დავურეკე ჩემს ახლობელ ირაკლის და ვთხოვე, კომპიუტერში ჩემთვის რაღაც გაეკეთებინა...

მიპასუხა: ,,ბიძავ, დღეს ვერა, ხვალეო!"
ისეთი ხმა ჰქონდა, მივხვდი, ,,იმ საქმეს" ვერ გადასდებდა.
,,ხვალეც" რომ დავურეკე, ისევ სუფრასთან იყო და ასე რამდენჯერმე გადაიდო საქმე ,,სახვალიოდ"...
კაფიის მეტი სხვა გზა აღარ დამიტოვა, თუმცა მთლად ვერ გავიმეტე და მაინც გამართლება მოვუძებნე!
ელგუჯასა და ირაკლის გაბაასება
გუჯა: – ბიძა გემდურის ირაკლი,
გამხდარ მედღე–ხვალიე...
ცხოვრების წესად იქციე,
მარტო: ,,დაასხი – დალიე!"
გეტყვი და დამემოწმება
ყველა, – ერი თუ ბერია,
არაყს ნუ მიეძალები,
ეგ კაცთა მოდგმის მტერია!
ირაკლის პასუხი:

— ბიძავ, ეგ იმას უთხარი,
ვინც ჩემზე უფრო შტერია...
,,ჩემი მტერი რომ მიყვარდეს"
,, სახარებაში " სწერია!
გუჯა პასუხად:

– თუ სახარება ,,გაძალებს,"
ჩემ რჩევა არაფერია...
(სხვა ვერაფერი ვერ ვუთხარ, –
ღიმილი გამამერია).
ელგუჯა ციგროშვილი

No comments:

Post a Comment