ჰე, ბალთაზარ, ქალდეველთა მეფევ,
ვერ გაიგე სიტყვა თქმული უფლის,
ოქრო-ვერცხლი გაიხადე მეფედ,
,,მენე, მენე, თეკელ, უფარსინ".
დაითვალა ღმერთმა დღენი სამეფოს,
შენც აღმოჩნდი ბუმბულივით მსუბუქი,
და დაიყო შენი დიდი სამეფო,
,,მენე, მენე, თეკელ, უფარსინ".
ვის შერჩება აღვირახსნა, ცოდვები,
ნუ ვენდობით ბომონებს და კერპებს,
გონს მოვეგოთ, უკვე გვიწერს უფალი:
,,მენე, მენე, თეკელ, უფარსინ".
მაია დიაკონიძე
16.02.2022 წელი
"
No comments:
Post a Comment