ლექსები
Monday, October 11, 2021
"მიყვარხარ, ჩემო!" (სატრფიალო)
შენი თვალების ცრემლები მაწვიმს,
შენი ტუჩების აქა ვგრძნობ გემოს,
თითქოს ცხოვრება იმ წუთებს გვაცლის,
რომ უნდა გვეთქვა: "მიყვარხარ, ჩემო",
და გვეფრიალა ფოთლებად ქარში,
ჩავხუტებოდით ერთურთზე ფიქრებს,
სხვადასხვა ზღვებში ვშლით ახლა აფრებს,
უერთმანეთო ცხოვრება გვიწევს.
No comments:
Post a Comment
‹
›
Home
View web version
No comments:
Post a Comment