ლექსები

Saturday, March 27, 2021

კაფიაობა ზურაბ ქობალიასთან (27.03. 2021წ)

 მაია დიაკონიძე:

ვარდი ვიყავ, შემოვჭკენი,

მუზაც, ვხედავ, ვერ გავხდი,

ერთი ვაზი გავახარე, 

გაშენდება ვენახი.


ზურაბ ქობალია:

მუზა როგორ ვერ გახდი?!
ვაზიც ხარ და ვენახიც!..
ნეტავ, გზები მასწავლა, 
მოვაღწიო შენამდი!..

მაია დიაკონიძე:

სტვენა კარგი გცოდნია,
ბუმბულც გაქვს ფერადი,
მაგრამ ტრფობას ვარდისას
ვერ შესწვდება ვერავინ,
თუ არ არის ბულბული,
მე ვერ ავწევ ცერა თითს.

ზურაბ ქობალია:

სტვენა თუკი მცოდნია,
ვარდის თუ ვარ ერთგული,
ცერას რად ვერ ამიწევ?..
კი ვყოფილვარ ბულბული...

მაია დიაკონიძე:

ბულბულობა, მზესა ვფიცავ,
არ გეგონოს ადვილი,
დღე-ღამეს თუ არ ათენებ,
ტყუილი არის ქადილი.

ზურაბ ქობალია:

განა არის ადვილობა,
მაგრამ თუ ხარ, რას შობი?!.
მართალ გითხრა, არც მინდოდა,
არც რად მინდა საშვები?!

მაია დიაკონიძე:
ვარდმა ნაზმა ბევრი დაჭრა
ეკლიანი საცეცით,
შენც რომ ეგრე მოგივიდეს,
სად მიდიხარ, რას შვრები?!


      Maia Di. at 10:09 PM
      Share

      No comments:

      Post a Comment

      ‹
      ›
      Home
      View web version
      Powered by Blogger.