Friday, October 9, 2015

მიყვარხარო, დედა გეტყვის (საბავშვო)

დედა
მიყვარხარო, დედა გეტყვის,
არ მოგაკლებს ღიმილებს,
სიტყვებს, მისგან გამოგზავნილს,
როგორც ლოცვას მიიღებ.
ადიდდება მდინარე თუ
ჩამოდგება ზამთარი,
შენთან არის ის ყოველთვის,
დაგეხმაროს, მზად არის!

მაია დიაკონიძე
9.10.2015 წელი

No comments:

Post a Comment