Friday, February 27, 2026

სხივებში ვლანდავ! (პატრიოტული)

წყარო
სხივებში ვლანდავ პატარა წყაროს,
ჩაჰკიდებია ზურმუხტის ველებს,
ყვავილ-ბალახი რომ გაახაროს,
არ დაივიწყებს სიმღერებს ძველებს.
მირაკრაკებს და კისკისით ართობს
კლდეებს, მაცქერალთ შორით და შორით,
მობრუნებულო სოფელში მგზავრო,
პირდასაბანად წყაროსთან მოდი...
მაია დიაკონიძე
27.02.2026 წელი




მუხლმოყრით დავდგები ! ავტ. ელგუჯა ციგროშვილი

 მუხლმოყრით დავდგები !

1 . სამყარო რომ შექმნა ,~
მადლობა ამისთვის ...
ვიწამე , ვადიდე და
მიყვარს უფალი !
განმაწყო დღისთვის და
განმაწყო ღამისთვის ,
თან ნება მარგუნა
მე თავისუფალი .
2 . სულ სასუფევლისკენ
სავალ გზებს ვიკეთებ ,
არ მსურს დავიგროვო
მე ქვეყნის ვალები ...
მაგრამ არ გამომდის
სულ მარტო სიკეთე ,~
ხანდახან ცოდვისკენ
გამირბის თვალები .
3 . გოლგოთის მწვერვალი ,
ჯერ კიდევ მაღლაა ,
ზეციდან სხივებად
გადმოდის იმედი ...
ჩემს თავს შევუძახებ :
,, ჯერ რა დროს დაღლაა !"
თუკი პირნათელი
ბოლოს ვერ მივედი .
4 . სხვებივით
ტვირთმძიმედ
ვატარებ თავის ჯვარს ,
ეს ჩემი ცოდვები ,
ზედ არის დაკრული ...
ვეღარ ვუმკლავდები
მოსეულ ფიქრის ჯარს ,
არ მინდა , ცოდვებზე
რომ ვიყო გაკრული .
5 . კარგობას არ ნიშნავს ,
თუ სხვაზე კარგი ვარ ,
უფლის თვალს
გულისთქმას
ვინ გამოაპარებს ...
თუ მარტო ჩემთვის ვარ ,
მოყვასს არ ვარგივარ ,
დიდ ცოდვებს
გვერდს ვუვლი და
ვცოდავ პატარებს,
6 . მაინც ცოდვილი ვარ ,
გულს ვავსებ ყვედრებით ,
ვყოფილვარ ყრუ ~ მუნჯი ,
ვყოფილვარ უთვალო ...
მუხლმოყრით დავდგები
უფლის წინ ვედრებით : ~
,, თვალნი გონებისა
განმიხვენ , უ ფ ა ლ ო ! "
ელგუჯა ციგროშვილი .
ქ . თესალონიკი .
03 . 08 . 2012 წელი .

სიყვარული მოკვდა, ქალბატონო! ,,l’amore è morto, Donna!" (იტალ.)

სიყვარული მოკვდა, ქალბატონო!

 ,,l’amore è morto, Donna!"

თუ გრძნობა ფართხალებს ოდნავ,
რით გააცოცხლებ მკვდარს?!
,,l’amore è morto, Donna",
თამამად უნდა თქვა.
თამამად შეხედე თვალებში,
არავინ გატანს ძალს,
,,l’amore è morto, Donna",
თამამად უნდა თქვა.
სიმართლე უყვარს სიყვარულს,
ისე ვერ გაშლის ფრთას,
,,l’amore è morto, Donna",
თამამად უნდა თქვა.
მაია დიაკონიძე
25.02.2026 წელი

Thursday, February 26, 2026

სახუმარო

სახუმარო
ქალმა კაბა გაიხადა,
უსარგებლოდ კი არ დარჩა,
აგერ კაცი მოაბიჯებს,
მას ჩაუცვამს იგი კაბა.
აღარც ცხენი, აღარც ჯორი,
ვიღასა ჰყავს ხარ-კამეჩი,
მიწას ჰყიდის ქართულს კაცი,
სახლს ჰკიდია ანჯამები..
საშოვნელზე დადის ქალი,
მოხუცს უვლის უცხოეთში,
ამანათებს აქეთ გზავნის,
თავად რჩება უქონელი..
ქალმა კაბა გაიხადა,
უსარგებლოდ კი არ დარჩა,
აგერ კაცი მოაბიჯებს,
მას ჩაუცვამს იგი კაბა.
მაია დიაკონიძე
26.02.2026 წელი

Wednesday, February 25, 2026

არსააქაო პირი აქვთ!

არსააქაო პირი აქვთ!
შხეფმარგალიტებს ესროდა
მდინარე, კლდეებს ნისლიანს,
ასხლეტილები იქიდან
გაღმა-გამოღმა ცვივიან.
გაბრწყინდებიან ელვებში,
როგორც წვიმები ტირიან,
მყინვარად იქცნენ გერგეტის,
არსააქაო პირი აქვთ.
მაია დიაკონიძე
24.02.2026 წელი



გაზაფხული

      გაზაფხული
სულ მალე კვირტის მოისხამს სამოსს
ხეები, პეპლის იქნება ცვენა,
და ნაკადული, უნდა აამოს,
შეუერთდება მდინარის ვენას.
სისხლს მისცემს მჩქეფარს,
ვით იარალი,
შენც დაესწრები მეგობრის სუფრას,
შემოსძახებ კვლავ: ,,იარი-არალი",
ეწვევი ფერად ყვავილთა უღრანს.
მაია დიაკონიძე
25.02.2026 წელი


Monday, February 23, 2026

დეზებიანი მამალი (საბავშვო)

  – რად ატარებ, მამალო, 

დეზებს, როგორც აბჯარს?! -

ეკითხება თოკუნა 

მამალს ხეზე დამჯდარს.

- მოვეჭიდო ხომ უნდა

მტერს, ჩავასო ნისკარტი,

,,ყიყლიყოსაც", გგონიათ,

გასართობად ვიძახი?!

თქვა და ახტა მამალი,

ჩაეჭიდა ღოლოს,

სანამ დაიყივლებდა,

მელამ მოფცქვნა ბოლო.


Sunday, February 22, 2026

სიყვარულისთვის დავიბადეთ

მაგრამ რად გინდა?!
სიყვარულისთვის დავიბადეთ,
მაგრამ რად გინდა?!
სიძულვილსა და ავის ქმნაში
ვატარებთ დღეებს.
ნეტავ ვიწყებდე ამ ცხოვრებას
ისევ თავიდან,
ჩემი ბავშვობის კოხტა სახლი
კვლავ თვალწინ მედგეს.
პაპა ვაზის ძირს ჩასცქეროდეს,
ვით ციდან მშველელს,
ბებია ჩირის დიდ-დიდ ასხმებს
ჰკიდებდეს ძელზე,
მზე, ალიონზე ამოსული,
გორაკზე შედგეს
და ღვთივკურთევად მომევლინოს
გრაალის მძებნელს.
მაია დიაკონიძე
22.02.2026 წელი

Saturday, February 21, 2026

სახუმარო

ერთმანეთს რომ სულ აქებენ 
ზოგიერთი პოეტები,
ერთი მკითხეთ, თუ რამ სცხიათ,
ბაირონის, გოეთესი,
ჰგონიათ, რომ გააოცეს, 
ჰეგელ-შოპენჰაუერი,
ის დრო არის, დავიხალო,
შუბლში ტყვია მაუზერის.



უცნაური ამბავი (საბავშვო)

 

უცნაური ამბავი

 

დააჩერდა გელა გლობუსს,

ატრიალა დიდხანს,

- ჩვენ სად ვცხოვრობთ, დიდედაო,-

ბებოს ბევრჯერ ჰკითხა.

 

ბებოს მისთვის არ ეცალა,

უმზადებდა სადილს,

გელას მურა დაეხმარა,

შავ ზღვას დაჰკრა თათი.


ვეღარ ვსაზღვრავ მერიდიანს

 ჩამომფერთხა ჟამმმა წლები,

დამიმძიმდა თითქოს სული,

სარკოფაგში ძალით ვწვები,

ვით ცხოვრებაგარდასული,

სურვილები ვერ მიდიან,

მოვხვდები კი მაღლა ღმერთთან?!

ვეღარ ვსაზღვრავ მერიდიანს,

ვერ ვთქვი, ის რაც უნდა მეთქვა.



ვერ გაიგო ვერავინ (საბავშვო)


ვერ გაიგო ვერავინ!


ჩემს რუკაზე შავმა ყვავმა

დააქცია მელანი,

ყვავია თუ მაგელანი,

ვერ გაიგო ვერავინ.

21.02.2025 წელი



Friday, February 20, 2026

დიდი ქალი, საბავშვო

,,დიდი ქალი"
ახტაჯანა ქეთიმ
მოიზომა კაბა
და თავაზიანი
,,ქალბატონი" გახდა.
კიკინებენ თხები,
ბღავის ჭრელა ძროხა,
- მოგვხედეო, ქეთი,
ჩვენთან როდის მოხვალ?! -
მაგრამ ქეთის ახლა
არ სცალია მათთვის,
,,დიდი ქალი" გახდა,
პოდიუმზე დადის.
მაია დიაკონიძე
20.02.2025 წელი

დასტაქარი (საბავშვო)

 ყველგან დარბის ცელქი ქარი,

ტყის და წყაროს სუნთქვა დააქვს,
ის არისო, დასტაქარი,
გვიმეორებს დიდი პაპა.

სტაფილო და ჭარხალი (საბავშვო)


სტაფილო და ჭარხალი

 

პაექრობა გამართეს

სტაფილომ და ჭარხალმა

და სტაფილომ ცხვირის წინ

ჭარხალს თეფში აართვა.

 

ასე უთხრა: – რადა ხარ,

უსაშველოდ წითელი,

ინდაურის ბიბილოს

მოჰგავს შენი კისერი. ––

 

აიფხორა ჭარხალი,

არ დაუთმო ქარაგმა,

– მეც შენსავით კურდღლების

საჭმელი კი არა ვარ!

 

ჩემ გარეშე სად თქმულა,

აბა, ბორში წითელი,

სხვა გემო აქვს ჩემს ნაყენს,

სვამენ გოგო-ბიჭები.

 

– ნეტავი რას კაპასობთ,

რომელი ხართ პირველი?!

ორივ მარგებელი ხართ,

ბოსტნეული ძირძველი. –

 

ასე უთხრა კომბოსტომ,

ძმებს მოჰხვია ხელები,

ძველ ხის გობზე დალაგდნენ,

უხერხული ხველებით.

მაია დიაკონიძე

20.02.2025 წელი




ზაზა და ზუზუ, საბავშვო

 ზაზა და ზუზუ

 

მუზმუზელა ზაზა

ჯაზის ჰანგებს უსმენს,

ზაზუნა კი ზანტად

ბზიკავს ზორბა მუცელს,

-  შემომხედე, ბიჭო,

მომშივდაო უკვე,

გადაუსვი, გიჯობს,

თაფლი შვრიის პურზე. -

დამშეული ზუზუ

ზაზას ბრაზით უმზერს,

და ჯაზბენდის ზუზუნს

ამრეზილი უსმენს.

მაია დიაკონიძე

20.02.2025 წელი






რომ მას სიყვარული ჰქვია (სატრფიალო)

 რომ მას სიყვარული ჰქვია

აღარც ლექსი, აღარც ფლირტი,
ღია ცის ქვეშ ღამისთევა,
ნუთუ ახლა კიდევ იტყვი,
რომ ეს გული გრძნობის ტყვეა.
ზოგჯერ კვდება, როგორც ჩიტი,
რომ ესროლეს საფანტ-ტყვია,
ამის მერე კიდევ იტყვი,
რომ მას სიყვარული ჰქვია?..
როგორც ნისლი ქრება მთებში,
ფერმკრთალდება ბევრი გრძნობა,
მდინარედ რომ ჰქუხდა ხევში,
ჭას ვერ უწევს პაექრობას.
გადაცრეცილ კლდის ქიმს მოჰგავს,
სინანულის ცრემლი დასდის,
ასე ქრება ზოგჯერ გრძნობა,
რუხ კვამლივით ცაში ადის.
მაია დიაკონიძე
18.02.2026 წელი

Thursday, February 19, 2026

საბავშვო ლექსები

საბავშვო ლექსები
ხატი, ხატი, ხატია,
არ იცი, რომ მარტია?!
გიჭყუტუნებს თვალებში,
მზე, ცაზე რომ ხატია.
მაია დიაკონიძე
19.02..2025წელი
--------------------------
ჩამოქსოვა ფარდაგი
ჭერზე ბობა-ბებიამ,
ობობები პაწია
ჭერზე ეკიდებიან.
- მოგვიქსოვე ჰამაკი,
ბებოს ეხვეწებიან.
მაია დიაკონიძე
19.02, 2025 წელი
---------------------
- ფიჩხი ფიჩხი, შეამატეთ, –
გაიძახის ბაბუა,
- ეს ბუხარი, როგორც მათე,
ლაპარაკობს ქართულად.
ტკარცალებენ ხის წიწვები,
- გათბი!!! - სიტყვა იციან,
- მათე, ხომ არ დაიწვები? -
ცეცხლის ხელებს იწვდიან.
მაია დიაკონიძე
19.02.2025 წელი
----------------------
- ატა-ბატა, ბატა-ატა,
ვერაფრით ვერ გვითხრა -კატა,
ახლა იწყებს ლაპარაკს,
თინათინი პატარა.
მაია დიაკონიძე
19.02.2025 წელი

Wednesday, February 18, 2026

დამბადებელო! ავტ. ელგუჯა ციგროშვილი, ახალი წიგნისთვის

 დამბადებელო!

,,ქალი ქალია, დიდხანს
უქმროდ რამ არონია,
ქალი ქალია და იშოვის
თავის მალამოს"...) / მირზა /
ქალი ქალია, გათხოვება
ყველას ფიქრია
და ეს ფიქრები მათ თანა სდევთ,
როგორც ჩრდილები;
ალბათ, ამიტომ, სხვებზე მეტად
მენანებიან, –
უსიყვარულოდ გათხოვილები...

თვალს ვავლებ წარსულს და ფიქრებიც
რიგში დგებიან,
როგორც მუნდირზე მიკერილი
ოქროს ღილები;
მოგონებებში ჩნდებიან და
მენანებიან, –
უსიყვარულოდ გათხოვილები...
დრო კურნავს ყველას, მათ წყლულებსაც
შველა რგებია,
მკურნალ მალამოდ მოსცხებიან
ირგვლივ შვილები;
და მაინც ქვეყნად სხვებზე მეტად
მენანებიან, –
უსიყვარულოდ გათხოვილები...

მენანებიან... მათზე ლოცვას
აღვუვლენ უფალს,
ცას შეჰღაღადებს გული, მათზე ანაჩვილები;
დამბადებელო, ბედნიერნი
ამყოფე მუდამ, –
უსიყვარულოდ გათხოვილები...
ელგუჯა ციგროშვილი
ქ. თელავი. XX საუკუნე
1982 წელი

მინიმა

მინიმა
ან ვისთვის ვწერთ და ან რისთვის,
რაიდ ვიწყალებთ გულს,
ავსა და ბოროტს არ ესმის,
არც არვინ გვიგდებს ყურს.
მაია დიაკონიძე
16.02.2026 წელი

სად ხარ, ძმაო?! (პატრიოტული)

 სად ხარ, ძმაო!


შენს სახლს გვერდზე ჩავუარე,
პირდაღმა წევს შავი ძაღლი,
რას ვნახავდი სხვა უარესს,
იავარქმნილს დროის ძალით.

დამედევნა ძეძვი საწყლად,
დამადინა ცრემლი ცხელი,
უშენობა მე ცა მწარა,
მომეძალა სევდა მწველი.

ჯაგ-ეზოში ვნახე ერთი
ხე წითელ მზედ დანთებული,
არც ნაკლები და არც მეტი, -
ბრიალებდა ბროწეული.

სად ხარ, ძმაო, ვის ცას შესტრფი,
გაგილეწავს ვისი კალო...
კვლავ ხმაურით გიხმობს თერგი,
უარი არ შეუთვალო.
მაია დიაკონიძე
16.02.2026 წელი

ხელში გვეფშვნება

 ხელში გვეფშვნება

აქ ფიროსმანის ვარსკვლავცას ვუმზერ,
ვინ დამიშალოს მე მისი ცქერა,
ვიღაც ბოროტი უშვერს მაუზერს,
უნდა, სამყარო რომ დადგეს ცერად.
ხელში გვეფშვნება მორალის მთები
და ამორალურს ვცემთ ახლა თაყვანს,
ვერც ანგელოზის გვიშველის ფრთები,
თვალთმაქცობით რომ მხრებზე ვიხატავთ.
მაია დიაკონიძე
17.02.2026 წელი

არ იქნება კარგი (საბავშვო)

 

არ იქნება კარგი


რომ არ გაჩნდეს ხანძარი,

მუდამ ფრთხილად იყავი,

თუკი ვერ მოასწარი,

დაიწვება ფიცარი,

დაიწვება ბუხარი,

დაიწვება სახლი,

ასანთს თუ მიეკარე,

არ იქნება კარგი.



Saturday, February 14, 2026

თოვლი მოდის

 თოვლი მოდის

გავიხედე, თოვლი მოდის,
ფიფქით ცაა ავსებული,
ამ ბარაქას ვნახავ როდის,
გვერდს გაითბობს ანეული.
თეთრ ტილოზე ახატია
ნაფეხური შავი ყვავის,
ეს მიდამო ნახატია,
ზედ ედემის ვარდი ყვავის.
მაია დიაკონიძე
10.02.2026 წელი



რაი ვქნა (ხალხურ მოტივებზე) სატრფიალო

 რაი ვქნა

(ხალხურ მოტივებზე)
არ გიყვარვარ და რაი ვქნა,
არ გიყვარვარ და ნურც,
ხომ ვერ გავხდები ფატიმა,
ეშმაკს ვერ მივცემ სულს.
ველოდი სიტყვის მალაყებს,
არ წვიმს, როგორაც ქუხს,
შენი ცქერაღა მანაყრებს,
არ გიყვარვარ და ნურც.
მაია დიაკონიძე
11.02.2026 წელი

დავჯექ ციხედ ქაჯეთისად!

დავჯექ ციხედ ქაჯეთისად!
დავჯექ ციხედ ქაჯეთისად,
რა აუვა ამდენ ქაჯებს,
სისხლი გამდის მაჯებიდან,
თითქოს ვიხდი რამე სასჯელს.
ჩემს სისხლს სვამენ, იცინიან,
არა ჰყოფნით, რაცა მტანჯეს,
ალქაჯებმა რა იციან,
მოჯარდება დილა სამ მზედ.

დალახვრავენ ქაჯთა მიჯნას,
სამართალი გაიმარჯვებს,
ნათლის სხივი თავის იჯრად
დააკვდება ტუჩებს მარჯნებს.
მაია დიაკონიძე
13.02.2026 წელი


Monday, February 9, 2026

მინიმა

მინიმალისტური პოეზია
ცხოვრების ნეგატივს დავუვლი რეტუშით,
იქნება, ვეცადო და გავალამაზო,
მკლავურით გავცურო მჩქეფარე ენგურში,
რომ აღემატება ნილოსს და ამაზონს.
მაია დიაკონიძე
9.02.2026 წელი








წახვედი და...

წახვედი და...

წახვედი და თან სამშობლოს
მიწა ზურგზე მიიკარი,
ვერც დარჩენა მოახერხე,
უპატრონოდ დაგრჩა კარი.
წლები გადის, ხან თოვს, ხან წვიმს,
სისხლი ტირის შენი გვარის,
ვერც დარჩენა მოახერხე,
შენს მიწაზეც თქვი უარი..
მაია დიაკონიძე
8.02.2026 წელი





Sunday, February 8, 2026

ვეღარა ვწერ უკვე ლექსებს

 ამან გამახელა მე!

ვეღარა ვწერ უკვე ლექსებს,
ვეღარ ვავსებ ხელადებს
პოეზიის ნაზი შუქით,
ამან გამახელა მე.
სადაც ლაღად სტვენდა შაშვი,
ჰანგს ვისმენდი ჟღერადებს,
ახლა იქ მჭირდება საშვი,
ამან გამახელა მე.
მაინც მზის მეხოტბედ დავრჩი,
შევხარი მის ფერადებს,
თუმც ვერ ვიღებ ჩემ წილ არჩივს,
ამან გამახელა მე.
ვერ მიხილავთ ეშმას ნავში,
თუნდ დამიგოს მე მახე...
ვით ბალახი გზაზე, გავშრი,
ამან გამახელა მე.
მაია დიაკონიძე
7.02.2026 წელი

Monday, February 2, 2026

ავტ. ელგუჯა ციგროშვილი, ახალი წიგნისთვის

 ,, ყოველი , რომელი ითხოვდეს , მიეცეს !"

1 . ნატვრით და ოცნებით
ღამეებს ვათევდი ,
მდუმარედ ვუსმენდი
მუზების გალობას ,
სიტყვებს , შენს საქებრად
სათუთად ვარჩევდი
და ხოტბას ვასხამდი
შენს ეშხს და ქალობას .
2 . მერე ... გადაგვკარგა
ბედმა და იღბალმა ,
ლოდინში უშენოდ
მრავალჯერ გათენდა ,
ფრთები მოგამსხვრია
ცხოვრების გრიგალმა ,
გული კი ... იმედით
ღამეებს ათევდა .
3 . შორს იყავ , შენს ნახვას
აღარც კი ველოდი ,
რამდენჯერ ვაჭენე
ფიქრების მერანი ...
შენ , შენი ლამაზი
ღიმილით მშველოდი
და გულს ვერ მიტეხდა
საწუთრო ვერანი .
4 . მთვარეს და ვარსკვლავებს
შენს ამბავს ვკითხავდი ,
გრიგალებს ვატანდი
მოკითხვის ბარათებს ,
ჩემს უმოქმედობას
ხმამაღლა ვკიცხავდი ,
თუმც ვერ ვაოკებდი
გულს , შენგან ანანთებს .
5 . და აი , დღეს დილით
მოხდა საოცრება ,
ამიხდა ნატვრა და
ამიხდა ოცნება ,
გავაღე კარი და ...
ჩემს ზღურბლზე
ის დამხვდა , ~
დღესვე უთვალავჯერ
რომ დაიკოცნება !
6 . მადლობა , უფალო !
თავს გიხრი მიწამდე ,
ბედი არ ყოფილა
მარტოდენ თამაში ...
,, ყოველი , რომელი
ითხოვდეს , მიეცეს ,"
არის ჭეშმარიტი , ~
დავრწმუნდი ამაში !
ელგუჯა ციგროშვილი .
ქ . თესალონიკი .
28 . 09 . 2012 წელი .
,, ალავერდობა ."

ძირს იშლებოდა მარაბდა


ბებოს მოქსოვილ შარფს ჰგავდა,

მთებსმოხვეული ნისლი,

ძირს იშლებოდა მარაბდა,

თავშეწირულთა ხიბლით.

ხერხეულიძეთ კვალს გაჰყვა

ცხრა მაჩაბელი ბედად,

ვით გატეხილი ცხრა მარხვა,

მარცხი მით დაგვებედა.

ნისლები მიმოფანტულან,

ფთილა-ფთილა და ცალად,

თითქოსდა ცა დარახტულა,

მტრის ჯართან შესაყარად.