Sunday, March 30, 2025

გამოფენებზე გატანილი ნახატები, ია დიაკონიძე, მაია დიაკონიძე, მიხეილ დიაკონიძე, სოფიო ჭელიძე

 

თანამედროვე მხატვართა გამოფენა, 2020 წელი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

მაია დიაკონიძე, ,,თეთრი ხელთათმანები", ზეთი, ტილო, 60-50-ზე, გვ. 71

ია დიაკონიძე, ,,სოლოლაკის მეფე", ტილო, ზეთი, 80-60-ზე, გვ.18


თბილისი არტ, 2021 წელი, ,,ერთი მხატვრის", ნათელა იანქოშვილის მუზეუმი,, გამომც ,,სვეტი"

ია დიაკონიძე, ,,ავტოპორტრეტი", (უკრაინულ სამოსში კატით ხელში), ტილო, ზეთი, 85-69-ზე, გვ.18

მიხეილ დიაკონიძე, ,,საოცარი სამყარო", ზეთი, ტილო,  60-80-ზე, გვ. 19


გაზაფხული, 2022წელი, კატალოგი, ,,ერთი მხატვრის" ნათელა იანქოშვილის სახლ-მუზეუმი

მაია დიაკონიძე, ,,დედა უკრაინა", ტილო, ზეთი, 40-50-ზე, გვ. 25

ია დიაკონიძე, ,,დედის პორტრეტი", ზეთი, ტილო, 80-100-ზე, გვ.26


ზაფხული, 2022 წელი, 2022 წელი, კატალოგი, გამოფენა ნათელა იანქოშვილის სახლ-მუზეუმში

ია დიაკონიძე, ,,სოფიკოს პორტრეტი", ტილო, ზეთი, 80-60-ზე, გვ.16

მაია დიკონიძე, ,,წითელი ყვავილი", ზეთი, ტილო, 50-40-ზე, გვ.17


შემოდგომა, 2022 წელი, კატალოგი, გამოფენა ნათელა იანქოშვილის სახლ-მუზეუმში

მიხეილ დიაკონიძე, ,,ფიროსმანი და ძველი თბილისი", ტილო, ზეთი, 80-60-ზე, გვ.26

ია დიაკონიძე, ,,მამის პორტრეტი", ზეთი, ტილო, ტილო, ზეთი, 60-40-ზე, გვ.27

სოფიო ჭელიძე, ,,მერაბის პორტრეტი", ზეთი, ტილო, 50-60-ზე, გვ. 87


საშობაო გამოფენა, კატალოგი, 2022 წელი, ნათელა იანქოშვილის სახლ-მუზეუმი

მიხეილ დიაკონიძე, ,,ქალი ქუდით", ზეთი, ტილო, 50-40-ზე, გვ.16

ია დიაკონიძე, ,,ბანოვანნი", ტილო, ზეთი, 49-69-ზე, გვ. 17


გაზაფხული, კატალოგი, 2023 წელი, ნათელა იანქოშვილის სახლ-მუზეუმი

მიხეილ დიაკონიძე, ფიროსმანი, ტილო, ზეთი, 40-30-ზე, გვ. 23

მაია დიაკონიძე, ,,თეთრი ხელთათმანები", ზეთი, ტილო, 60-50-ზე, გვ.24



სამწყემსურში (საბავშვო, ლექსი)

 სამწყემსურში


ნიკომ, ნანამ, ნინიამ
წაიყვანეს ღვინია
სამწყემსურში დილიდან,
არ დარობდა კვირიდან,
მზე უმზერდათ ირიბად,
ცრემლებს ყრიდა კვინიხად.
დღეს ცა არის ლიცლიცა,
მზე - თეთრი და ყირმიზა,
ხმა მოისმის ირმისა,
ცვარი მოსავს დილისა.
მაია დიაკონიძე
2020 წელი

ახლოა ცა ფიროსმანის

 ახლოა ცა ფიროსმანის

მიყვარს ვან-გოგი, მიყვარს სეზანი,
ცა დანახული იმათი თვალით,
,,მაჯნუნიანი" მიყვარს ნიზამის,
,,საათი" მიყვარს სალვადორ დალის.
მაგრამ ახლოა ცა ფიროსმანის,
მხრებზე მაწვება ამ ზეცის თაღი,
ხელზე დამყურებს ვით ქირომანტი,
მარწმუნებს, სხვაგან წასვლა რომ არ ღირს.
მაია დიაკონიძე
30.03.2025 წელი

ვერ გამოვთვალე ქორონიკონი (სატრფიალო)

 ღვინოსავით მსურს ლექსებად შეგსვა

და გრძნობა  იყოს ყველა სტრიქონი

კვლავ გვითვალთვალებს წყეული ეშმა,

ვერ გამოვთვალე ქორონიკონი.


ისევ შორსა ხარ და მაინც ახლოს,

ვგრძნობ შენი სუნთქვის ეიფორიას,

როგორც მზის სხივი ხმელ ფოთლებს, მათბობ

და სულთმობრძავის ვძლევ აგონიას.


თვალთმაქცობა, მინიმა

  თვალთმაქცობა

თვალთმაქცობას მეც კი ვხვდები,
ვით თეთრ ქაღალდს, ჩემს გულს ხევდი,
რუხ ბურუსში სხვებს თუ ხვევდი,
მე არ მინდა სხვების ხვედრი.
მაია დიაკონიძე
22.03.2025 წელი

Saturday, March 29, 2025

ვერ ვზიდე ტვირთი

ვერ ვზიდე ტვირთი, რომელიც რომ უნდა მეზიდა,

ისე მივდივარ, ვერ მოვასწარ დათვლა ათამდის,

თითქოს დავყურებ დედამიწას მაღლა თხემიდან

და იმედებიც აღარ მრჩება თითქმის არაფრის.


ვხედავ ჩემს თავს და ჩემნაირებს მომწყვდეულთ მუჭში,

ვპატარავდებით და თანდათან ვქრებით ხელიდან,

რად მოგვაქცია ამ სამყარომ სადღაც ნაჭუჭში

და რად გვიწყრება გამუდმებით მკაცრი თემიდა, 










კლოუნი

კლოუნი
მიყვარს კლოუნი არენაზე, გამრთობად ბავშვის,
წითელ-ყვითელი ფერები და აურა ცირკის,
თითქოს ზღაპრებში ვმოგზაურობ ბავშვობის საშვით
და ამ საოცარ სამყაროში დიდობა მიკვირს.
მიკვირს კლოუნი ცხოვრებაში როდესაც მხვდება,
ნიღაბი როცა უკეთია ეშმას და მაცილს,
მაინც სიკეთეს დამახვედრებს უფალი ძღვენად
და ბავშვად ყოფნას, იმედია, კვლავ დიდხანს მაცლის.
მაია დიაკონიძე
29.03.2025 წელი



Thursday, March 27, 2025

და მათქმევინე

 და მათქმევინე...

ისე მრცხვენია ადამის ძის
ფარსის, სიყალბის,
რომ დამავიწყდა,
ასე ძლიერ თუკი მიყვარდი,
ვით ჩამავალი მზე გორაზე,
ისე ვწითლდები
და მის სხივებში მეწამული
ფერით ვირთვები.
დაქსაქსულ ფიქრებს თავი მაინც
ვერ მოვუყარე,
და როგორც მთვარე, დავცქერივარ
მიწას მდუმარედ,
ღმერთო, ამას გთხოვ, დამაბრუნე
ზღაპრების ტევრში
და მათქმევინე, რაც აქამდის
ვერაფრით ვერ ვთქვი.
მაია დიაკონიძე
26.03.2025 წელი

Wednesday, March 26, 2025

მიმიხარია! ავტ. ელგუჯა ციგროშვილი

მ ი მ ი ხ ა რ ი ა !
1 . მიმიხარია
ჩემს მეგობრებთან ,
სადღეგრძელოს რომ
სიტყვით ,, ვერცხლავენ ,"
აქ , სახარებას
,, ჯაჭვით ითვლიან "
და მწარე ჭაჭას
ტკბილად ,, ცეცხლავენ ."
2 . მათ არ იციან ,
რა არის შური ,
მზით სავსე ღიმილს
კონებად ჰკრავენ ,
ჰყოფნით სუფრაზე
ყველი და პური ,
ერთიმეორის
მზეს იფიცავენ .
3 . და სადღეგრძელო ,
ლექსად ნათქვამი ,
მინავლულ სულებს
ააბრიალებს ,
თან გულში ვნატრობ :
,, გაჩერდეს წამი ,"
რომ ნახატივით
შემორჩეს თვალებს .
4 . მიხარია ...
ვიცი , მელიან ,
ერთი სული მაქვს ,
ვიხილავ როდის ,
მათი ღიმილი
მუდამ წრფელია ,
რადგან ყოველთვის
გულიდან მოდის !
ელგუჯა ციგროშვილი .
ქ . თელავი . 14 . 10 . 2017 წელი .
,, მცხეთობა~სვეტიცხოვლობა ."

Tuesday, March 25, 2025

ღალატი

 ღალატი

სულ არ ვიცოდი, რაა ღალატი, -
ამ სიტყვებისთვის, ბეცი მიწოდე,
ხანდახან გკლავენ ტყვიით ნაგანის,
ხანდახან სიტყვით გკლავენ, იცოდე,
ხან უთქმელობით იქნება მოგკლან,
დაგწვავენ ცეცხლში, ღრმად ჩაგკირავენ,
ვერ აიცილებ ორლესულს, ორკაპს,
ვით მოყვასს, მერე მკერდს ჩაგიკრავენ.
სიტყვას მოჰყვება მაცდური სიტყვა,
და ცის გამხსნელი ნაზი ღიმილი,
ჩაინაცვლებენ ქირქილით ნიღაბს,
გულში დაგრჩება უცხო ტკივილი.
სულ არ ვიცოდი, რაა ღალატი, -
თუნდ, მეგობარო, ბეცი მიწოდე,
ხანდახან გკლავენ ტყვიით ნაგანის,
ხანდახან სიტყვით გკლავენ, იცოდე.
მაია დიაკონიძე
24.03.2025 წელი

მინიმა

 ვერ გამოვდგები ვექილ - მენტორად,

სად ვთქვა, ძმამ ძმას რომ ტყვია ესროლა.
მაია დიაკონიძე
24.03.2025 წელი

,,წყალტუბოდან ქუთაისში მიმავალი ქარო"

,,წყალტუბოდან ქუთაისში
მიმავალი ქარო",
შენაც ვნება დაგლევია,
შენაც ავად ხარო,
ჭრიჭინების ჭრიჭინიც კი,
არსად აღარ ისმის,
ჩაფლულია ეს ქვეყანა
მარადიულ ძილში.
აღარც ციცინათელები,
არც ღიმილი ბალღის,
არც კეთილი სიზმრებია,
არც იმედი ხვალის.
მაია დიაკონიძე
25.03.2025 წელი

სარკაზმია ეს ცხოვრება

 სარკაზმია ეს ცხოვრება,

ირონიის მეტობა,
ვიღაც მუდამ სხვას დასცინის,
სხვისი ბედით ერთობა,
ან ვინ მოგცა, შენ კაცუნავ,
უფლებები ამდენი,
როგორც ყველა ადამიანს,
შენც სიკვდილი გაგდენის.
სარკაზმია ეს ცხოვრება,
ირონიის მეტობა,
ვიღაც მუდამ სხვას დასცინის,
სხვისი ბედით ერთობა.
მაგრამ ქვეყნად მაინც არის
ერთი გამოსავალი,
ბოლო სიტყვა უფალს ეთქმის
და ესაა მთავარი.
მაია დიაკონიძე
25.03.2025 წელი

Sunday, March 23, 2025

ნეტავ, თავს თუ მასზედ იკლავ?! (პატრიოტული)

 ნეტავ, თავს თუ მასზედ იკლავ?!

ჩაგისაფრდა საფარ ბეგი,
ცხენს უმიზნებს ინალიფას,
ბროლს და სადაფს იცავ ვერც კი,
ნეტავ, თავს თუ მასზედ იკლავ?!
მოგიმრავლდა შადიმანი,
შენს სახელს რომ აღარ ფიცავს,
მონად იქცნენ ფადიშაჰის,
ნეტავ, თავს თუ მასზედ იკლავ?!
ერთგულს ვეღარ ნახავ სადმე,
მიაბარეს ამ შავ მიწას,
ვაჰმე, ზემამულო, ვაჰმე,
ნეტავ, თავს თუ მასზედ იკლავ?!
მაია დიაკონიძე
13.03.2025 წელი

სახუმარო, მიყვარხარო...

 სახუმარო

მიყვარხარო, იძახოდი,
სიყვარულის კვალიც არ ჩანს,
ახლა ვხედავ, პიარობდი,
მიმღეროდი, ,,გოგოვ, აჯან".
წლებმა დამიღარა შუბლი,
მინგრევს ლამაზ პროფილ- ფასადს,
შენ შეხვედრას ისევ უფრთხი,
მე კი ვფიქრობ, ნეტავ, სად ხარ.
მაია დიაკონიძე
14.03.2025 წელი

იპოვეო?! (მინიმა)

 ***

იპოვეო? - ბუ მომძახის,
ჩემი სიზმრის სტუმარს არ ჰგავს,
ავაყოლებ ჰანგებს ბახის:
,,ვერ ვპოულობ, მხოლოდ ვკარგავ!"
მაია დიაკონიძე
16.03.2025 წელი

მინიმა

 ***

ზის ,,მოაზროვნის" პოზაში,
ჭამოს ჩიხირთმა, ბოზბაში?!
ვეღარ ეტევა ზომაში,
ეგაა დღეს ტოლუმბაში.
მაია დიაკონიძე
16.03.2025 წელი

დიდთოვლობა (ჩანახატი)

დიდთოვლობა
(ჩანახატი)
გზა გაიკვალეს, ფითქინა თოვლი სულ აქეთ-იქით, თავზევით ყარეს, შეულოცეს: ,,თოვლო, თოვლო, საიდანაც მოსულხარ, იქით წადიო, ნუ დაგვაქცევ და გაგვატეხინებო ღამეებს, ნუ მოგვკლავ და პირუტყვს ნუ დაგვიხოცავო", არ გაჭრა შელოცვამ: საღორის კარს რომ მისწვდნენ და გამოაღეს, თორმეტი გოჭი ერთმანეთს მიაწყვეს ყინულის ლოდად ნაქცევნი. დედა ღორი გადარჩენილიყო. მიეფერნენ, მიუალერსეს, საჭმელი და წყალი მიურბენინეს. თბილად დაუგეს, საღორე გაამაგრეს, მეტად არ მოთოვოსო.
დაღლილებმა ძილს მისცეს თავი. აყვირდა დედა ღორი, საღორის კარებს ანგრევს, სადღაც გაქცევას ლამობს, გაეღვიძათ, გაუკვირდათ, რა ხდებაო. მიაყურადეს, მეზობლიდან გოჭის ჭყვიტინი ისმოდა. თორმეტიდან ერთი გადარჩენილიყო. ამ ღორისა - არც ერთი. ტიროდა დედა ღორი.
მაია დიაკონიძე
16.03. 2025 წელი

სახუმარო

სახუმარო
მიიკუნჭა ჩემი მუზა,
ამდენ მუზებს ვეღარ სძლია,
,,მიადექი კავს და გუთანს,
რაც მამათა ადათია.
მოიყვანე ოქროს ყანა,
ხელი ჰკიდე პაპის ვენახს,
არ მოეშვა მიწას მანამ,
სანამ სხვა იქავებს ენას!"
მითხრა, უცებ გამეცალა,
დაყვირებაც არ მაცალა,
სხვა მუზაში გამეცვალა,
მასშიც ხელი მომეცარა.
მაია დიაკონიძე
16.03.2025 წელი

ქალის ბედი

 ქალის ბედი

(ნაწყვეტი)
ქალები ამ ცხოვრების ყვავილები არიან. ზოგი ვარდს ჰგავს, სიყვარულის კვირტივითა..., იფურჩქნება, ჭკნება, ახალი კვირტები გამოაქვს ვარდის ბუჩქს, ასეთი ქალები მარადიული სიყვარულისთვის არიან დაბადებულები, საამონი საცქერლად. არიან ქალი ტიტები, უკარებანი, დიდხან ვაზაში ვერ ხარობენ, უცებ ჩამოყრიან ფურცლებს, ბაღში უნდა უცქირო, დატკბე მათი სილამაზით, ოღონდ ნუ შეეხები. არიან ქალები ნარცისები, იპრანჭებიან, მე მიყურეო, გეუბნებიან, ყურადღებას ითხოვენ და არიან ქალი მიმოზები, უპრეტენზიონი, გარშემო მზეს და სიყვარულს აფრქვევენ, სამაგიეროს არ ითხოვენ.
მაია დიაკონიძე
20.03. 2025 წელი

Saturday, March 22, 2025

პოეზიის ძალა

 პოეზიის ძალა

მთვარე ხარ და თითქოს მიჭერ
შენი მზერით, სხივ-კავებით,
ამ ლურჯ ზეცას, - თავზე დიდ ჭერს,
ზედ ჰკიდია ვარსკვლავები.
ჭრიჭინებენ, ყურებს მჭრიან
ჭრიჭინები ა კაპელით,
ქარის ისმის რია-რია,
ვარდს დაუბამს აქ საბელით.
შეყვარებულს ამ ყვავილზე,
უსტვენია, როგორც ბულბულს,
ვხედავ თვალით, ვით ქალი მზე,
ვარდი იშლის ფურცელ-ბულულს.
და ამ ჯადოსნური ჯოხით,
პოეზიის მიპყრავს ქნარი,
დავემსგავსე სიბრძნით ოდინს,
ლექსი ვარ და ლექსად გცანი.
მაია დიაკონიძე
22.03. 2025 წელი
ოდინი - პოეზიის, მაგიის, სიბრძნის, სამართლიანობის ღმერთი სკანდინავიურ მითოლოგიაში

Friday, March 21, 2025

,,დილაში" გამოქვეყნებული ლიტერატურის სია:

,,დილაში" გამოქვეყნებული ნაწარმოებების სია:

გაიგზავ

გამოქვეყნებული ნაწარმოებების სია: ,,მომღერალი ბიჭუნა“, ზღაპარი, ავტ. მაია დიაკონიძე, ჟურნალი ,,დილა“, 2018 წელი, N 2 ,,ფანქრის მთლელი“, ზღაპარი, ავტ. მაია დიაკონიძე, ჟურნალი ,,დილა“, 2018 წელი, N3 ,,საპნის ბუშტები“, ზღაპარი, ავტ. მაია დიაკონიძე, ჟურნალი ,,დილა“, 2018 წელი, N5 ,,პაპა“, ზღაპარი, ავტ. მაია დიაკონიძე, ჟურნალი ,,დილა“, 2018, N 6 ,,ჭინკების დღე“, მოთხრობა, ავტ. მაია დიაკონიძე, ჟურნალი ,,დილა“, 2018, N8 ,,შემოდგომის ნობათი“, მოთხრობა, ავტ. მაია დიაკონიძე, 2018 წელი, N10 ,,თოვლის დედოფალა", ზღაპარი, ავტ. მაია დიაკონიძე, გვ. 8-9, 2018 წელი, N12 ,,გადაშლილი თეთრი წიგნის ამბავი“, მოთხრობა, ავტ. მაია დიაკონიძე, ჟურნალი ,,დილა“, 2019 წელი, N1 ,,ქარი და კლდე“, ზღაპარი, ავტ. მაია დიაკონიძე, ჟურნალი ,,დილა“, 2019 წელი, N5 ,,მზესუმზირა და ფუტკარი“, მოთხრობა, ავტ. მაია დიაკონიძე, ჟურნალი ,,დილა“, 2019 წელი, N6 გამოცანები, ავტ. მაია დიაკონიძე, ჟურნალი, 2019 წელი, N 8 ,,ანო და მისი ძაღლი ჯუნა“, მოთხრობა, ავტ. მაია დიაკონიძე, ჟურნალი ,,დილა“, 2019 წელი, N9 ლექსები, ,,შემოდგომა", ,,ხვავი და ბარაქა", ,,ჯამში მოჩქეფს", ავტ. მაია დიაკონიძე, ჟურნალი ,,დილა“, 2019 წელი, N10 ,,ანოს და ჯუნას ახალი თავგადასავალი“, მოთხრობა, ავტ. მაია დიაკონიძე, ჟურნალი ,,დილა“, 2019 წელი, N11 ,,პირველი თოვლი“, ზღაპარი, ავტ. მაია დიაკონიძე, ჟურნალი ,,დილა“2020წელი, N1 ,,სიმფონია“, ლექსი, ავტ. მაია დიაკონიძე, ჟურნალი ,,დილა“, 2020 წელი, N2 ,,მინდვრის ყვავილები“, პიესა, ჟურნალი ,,დილა", 2020 წელი, N 3 ,,ლულუ და ლულუ“, ავტ, მაია დიაკონიძე, ჟურნალი ,,დილა“, 2020წელი, N5 ,,მზე და სოფო“, ავტ. მაია დიაკონიძე, ჟურნალი ,,დილა“, 2020 წელი, N7 ,,ვანო“, მოთხრობა, ავტ. მაია დიაკონიძე, ჟურნალი ,,დილა“ 2020 წელი, N9 ,,ხეების მესაიდუმლე“, მოთხრობა, ავტ. მაია დიაკონიძე, ჟურნალი ,,დილა“ 2020 წელი, N11 გამოცანები, ავტ. მაია დიაკონიძე, ჟურნალი ,,დილა“ 2021 წელი, N1-2 ,,სალომე“, მოთხრობა, ავტ. მაია დიაკონიძე, ჟურნალი ,,დილა“ 2021 წელი, N4 ,,დარიგება“, ლექსი, ავტ. მაია დიაკონიძე, ჟურნალი ,,დილა“ 2021 წელი, N5 ,,მწერების მოყვარული გოგონას ამბავი“, ავტ. მაია დიაკონიძე, ჟურნალი ,,დილა“ 2021 წელი, N6 ,,ლალიკო“, მოთხრობა, ავტ. მაია დიაკონიძე, ჟურნალი ,,დილა“ 2021 წელი, N8 ,,ნოემბერი“, ზღაპარი, ავტ. მაია დიაკონიძე, ჟურნალი ,,დილა“ 2021 წელი, N10 გამოცანები, ავტ. მაია დიაკონიძე, ჟურნალი ,,დილა“ 2022 წელი, N1, გვ.5 ,,საშკო", მოთხრობა უკრაინის თემაზე, ავტ. მაია დიაკონიძე, ჟურნალი ,,დილა", 2023 წელი, N1-2, გვ..11 ,,ქლიავის კურკა", მოთხრობა, ავტ. მაია დიაკონიძე, ჟურნალი ,,დილა", 2023 წელი, N2-3, გვ.3 ,,ოთხყურა", მოთხრობა, ავტ. მაია დიაკონიძე, ჟურნალი ,,დილა", 2023 წელი, N 4-5, გვ. 16 ,,ლუკმა", მოთხრობა, ავტ. მაია დიაკონიძე, ჟურნალი ,,დილა", 2023 წელი, N 6, გვ. 16 ,,უკვდავების წყალი", ზღაპარი, ავტ. მაია დიაკონიძე, ჟურნალი ,,დილა", 2024 წელი, N1-2, გვ.16 ,,ვანო", მოთხრობა, ავტ. მაია დიაკონიძე, ჟურნალი ,,დილა", 2024 წელი, გამოქვეყნებული ნაწარმოებების სია: ,,მომღერალი ბიჭუნა“, ზღაპარი, ავტ. მაია დიაკონიძე, ჟურნალი ,,დილა“, 2018 წელი, N 2 ,,ფანქრის მთლელი“, ზღაპარი, ავტ. მაია დიაკონიძე, ჟურნალი ,,დილა“, 2018 წელი, N3 ,,საპნის ბუშტები“, ზღაპარი, ავტ. მაია დიაკონიძე, ჟურნალი ,,დილა“, 2018 წელი, N5 ,,პაპა“, ზღაპარი, ავტ. მაია დიაკონიძე, ჟურნალი ,,დილა“, 2018, N 6 ,,ჭინკების დღე“, მოთხრობა, ავტ. მაია დიაკონიძე, ჟურნალი ,,დილა“, 2018, N8 ,,შემოდგომის ნობათი“, მოთხრობა, ავტ. მაია დიაკონიძე, 2018 წელი, N10 ,,თოვლის დედოფალა", ზღაპარი, ავტ. მაია დიაკონიძე, გვ. 8-9, 2018 წელი, N12 ,,გადაშლილი თეთრი წიგნის ამბავი“, მოთხრობა, ავტ. მაია დიაკონიძე, ჟურნალი ,,დილა“, 2019 წელი, N1 ,,ქარი და კლდე“, ზღაპარი, ავტ. მაია დიაკონიძე, ჟურნალი ,,დილა“, 2019 წელი, N5 ,,მზესუმზირა და ფუტკარი“, მოთხრობა, ავტ. მაია დიაკონიძე, ჟურნალი ,,დილა“, 2019 წელი, N6 გამოცანები, ავტ. მაია დიაკონიძე, ჟურნალი, 2019 წელი, N 8 ,,ანო და მისი ძაღლი ჯუნა“, მოთხრობა, ავტ. მაია დიაკონიძე, ჟურნალი ,,დილა“, 2019 წელი, N9 ლექსები, ,,შემოდგომა", ,,ხვავი და ბარაქა", ,,ჯამში მოჩქეფს", ავტ. მაია დიაკონიძე, ჟურნალი ,,დილა“, 2019 წელი, N10 ,,ანოს და ჯუნას ახალი თავგადასავალი“, მოთხრობა, ავტ. მაია დიაკონიძე, ჟურნალი ,,დილა“, 2019 წელი, N11 ,,პირველი თოვლი“, ზღაპარი, ავტ. მაია დიაკონიძე, ჟურნალი ,,დილა“2020წელი, N1 ,,სიმფონია“, ლექსი, ავტ. მაია დიაკონიძე, ჟურნალი ,,დილა“, 2020 წელი, N2 ,,მინდვრის ყვავილები“, პიესა, ჟურნალი ,,დილა", 2020 წელი, N 3 ,,ლულუ და ლულუ“, ავტ, მაია დიაკონიძე, ჟურნალი ,,დილა“, 2020წელი, N5 ,,მზე და სოფო“, ავტ. მაია დიაკონიძე, ჟურნალი ,,დილა“, 2020 წელი, N7 ,,ვანო“, მოთხრობა, ავტ. მაია დიაკონიძე, ჟურნალი ,,დილა“ 2020 წელი, N9 ,,ხეების მესაიდუმლე“, მოთხრობა, ავტ. მაია დიაკონიძე, ჟურნალი ,,დილა“ 2020 წელი, N11 გამოცანები, ავტ. მაია დიაკონიძე, ჟურნალი ,,დილა“ 2021 წელი, N1-2 ,,სალომე“, მოთხრობა, ავტ. მაია დიაკონიძე, ჟურნალი ,,დილა“ 2021 წელი, N4 ,,დარიგება“, ლექსი, ავტ. მაია დიაკონიძე, ჟურნალი ,,დილა“ 2021 წელი, N5 ,,მწერების მოყვარული გოგონას ამბავი“, ავტ. მაია დიაკონიძე, ჟურნალი ,,დილა“ 2021 წელი, N6 ,,ლალიკო“, მოთხრობა, ავტ. მაია დიაკონიძე, ჟურნალი ,,დილა“ 2021 წელი, N8 ,,ნოემბერი“, ზღაპარი, ავტ. მაია დიაკონიძე, ჟურნალი ,,დილა“ 2021 წელი, N10 გამოცანები, ავტ. მაია დიაკონიძე, ჟურნალი ,,დილა“ 2022 წელი, N1, გვ.5 ,,საშკო", მოთხრობა უკრაინის თემაზე, ავტ. მაია დიაკონიძე, ჟურნალი ,,დილა", 2023 წელი, N1-2, გვ..11 ,,ქლიავის კურკა", მოთხრობა, ავტ. მაია დიაკონიძე, ჟურნალი ,,დილა", 2023 წელი, N2-3, გვ.3 ,,ოთხყურა", მოთხრობა, ავტ. მაია დიაკონიძე, ჟურნალი ,,დილა", 2023 წელი, N 4-5, გვ. 16 ,,ლუკმა", მოთხრობა, ავტ. მაია დიაკონიძე, ჟურნალი ,,დილა", 2023 წელი, N 6, გვ. 16 ,,უკვდავების წყალი", ზღაპარი, ავტ. მაია დიაკონიძე, ჟურნალი ,,დილა", N 1-2, გვ.16 ,,ვანო", მოთხრობა, ავტ. მაია დიაკონიძე, ჟურნალი, ,,დილა", N3-4, გვ.4 ,,უბრალო ფანქარი", მოთხრობა, ავტ. მაია დიაკონიძე, ჟურნალი ,,დილა", N 5-6, გვ. 7 ,,დარიგება", ლექსი, ,,მომღერალი ბიჭუნა", ზღაპარი, ავტ. მაია დიაკონიძე, ჟურნალი ,,დილა 120 წლისაა", საიუბილეო გამოშვება, გვ. 35, გვ.56 ,,ენძელა", ზღაპარი, 2025 წელი, ჟურნალი ,,დილა". N 1. გვ.3,